მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრი

 

 


 

ჩვენ შესახებ

კოტე კუბლაშვილი

კონსტანტინე კუბლაშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრის დირექტორი, სამართლის დოქტორი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე 2005-2015 წლებში.

 

 


გოგა 5
გიორგი ჩიფჩიური – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრის მკვლევარი. მისი საქმიანობის ძირითადი სფეროა კონსტიტუციური და ადამიანის უფლებათა სამართალი. 2014 წლის აპრილიდან მიწვეულ სპეციალისტად მუშაობს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის აპარატში. 2014 წლის ოქტომბრიდან დანიშნულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრად.

 

 

გიორგი16

გიორგი ნონიაშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრისა და მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრის მკვლევარი, სამართლის სკოლის ლექტორი. მისი კვლევის ძირითადი მიმართულებებია: საჯარო სამართალი, უმცირესობების უფლებები, რელიგიური გაერთიანებების უფლებრივი მდგომარეობა, სოციალური პოლიტიკა, ძალადობა სკოლაში. ბოლო სამი წლის განმავლობაში გიორგი ნონიაშვილის სამუშაო გამოცდილება უკავშირდება ააიპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრსა“ და ააიპ „იდენტობას“.

 

ნიკანიკა გიგაშვილი –  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრის მკვლევარი. მან სამართლის ბაკალავრის ხარისხი  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო ბიზნესის ადმინისტრირების ხარისხი თავისუფალი უნივერსიტეტის ESM ბიზნეს სკოლაში მოიპოვა. მის ძირითად ინტერესის ძირითად სფეროს წარმოადგენს კერძო და ბიზნეს სამართალი. 2012 წლიდან მუშაობ სს „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ შიდა კონტროლის სპეციალსიტად. სხვადასხვა დროს ასევე მუშაობდა ბიზნეს ომბუცმენის აპარატში და იყო საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.

Back to Top