ჩიტაევი და ჩიტაევი რუსეთის წინააღმდეგ

Chitayev and Chitayev v. Russia- საქმეზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასაართლომ გადაწყვეტილება მიიღო 2007 წლის 18 იანვარს. განმცხადებლებს წარმოადგენენ ძმები – არბი და ადამ ჩიტაევები.

ჩეჩნეთის რესპუბლიკაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, განმცხადებლები – ძმები ჩიტაევები, ოჯახთან ერთად მშობლების სახლში გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა არაერთხელ ჩაატარეს ჩხრეკა, პირადი დოკუმენტებისა და ნივთების ამოღება, ყოველგვარი ორდერის გარეშე. 2000 წლის 12 აპრილს განმცხადებლები დააპატიმრეს. 28 აპრილამდე ჩიტაევები იმყოფებოდნენ გაყინულ, ნესტიან, კამერაში, საპირფარეშოს გარეშე. მათ ჰკითხავდნენ ჩეჩენ მეამბოხეებთან კავშირთან და ხალხის მოტაცემასთან დაკავშირებით. ძმები უარყოფდნენ რაიმე სახის მონაწილეობას აღნიშნულ დანაშაულებებთან.

განმცხადებლები ასაბუთებენ რომ მათ აწამებდენ ელექტროშოკით, აიძულებდნენ დიდი ხნის განმავლობაში დაძაბულ პოზაში( განივად გაშლილი კიდურებით) მდგარიყვნენ ერთ ადგილზე, სცემდნენ რეზინის ხელკეტითა და წყლით სავსე პლასტიკის ბოთლებით, გუდავდნენ წებოვანი ლენტის საშუალებით, ცელოფნითა და აირწინაღით, აცლიდნენ კანის ნაწილებს ბრტყელტუჩის საშუალებით…

28 აპრილს ჩიტაევები გადაიყვანეს სხვა წინასწარი დაკავების იზოლტორში. იქ მათ კვლავ კითხავდნენ და აწამებდნენ, აღიარებითი ჩვენების იძულებისთვის. კონკრეტულად კი, აშინებდნენ, ახრჩობდნენ, ელექტროშოკით უტარებდნენ მანიპულაციებს, ცემდნენ ჩაქუჩით ხელისა და ფეხის თითებზე. აღსანიშნავია, რომ ამ დროის განმავლობაში, განმცხადებლებთან, ადვოკატი მხოლოდ ერთხელ შეუშვეს, ზედამხედველების თანდასწრებით.

19 სექტემბერს ძმები კვლავ გადაიყვანეს სხვა საპატიმრო დაწესებულებაში, სადაც წარედგინათ ხალხის მოტაცებისა და უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობის ბრალდება. განმცხადებლები ამბობდნენ რომ მათ მიმართ სასტიკი მოპყრობა შერბილდა მხოლოდ მას შემდეგ რაც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლებმა მოინახულეს დაკავებულები. 5 სექტემბერს ისინი გაანთავისუფლეს, რის შემდეგაც ჩატარდა სამედიცინო გამოკვლევა. მან აჩვენა რომ ჩიტაევებს გააჩნდათ მრავლობითი ტრავები და პოსტ ტრამვული ნერვული აშლილობა. დასკვნის მიხედვით, ძმებს ტრამვები მიღებული ჰქონდათ იმავე პერიოდში როდესაც ისინი დაკავებულები იყვნენ.

9 ოქტომრებს, პროკურატურამ შეწყვიტა სისხლის სამართლის საქმე ძმების მიმართ, დაუმტკიცებელი ბრალის მოტივით. ამის შემდეგ, განმცხადებლების, ადამ და არბი ჩიტაევების ოჯახის წევრები არაერთხელ ცდილობდნენ მიემართათ პასუხისმგებელი ორგანოებისთვის, უწინ ჩატარებული არაკანონიერი ჩხრეკების, პირადი ნივთების ამოღების, ძმების დაკავების და ა.შ., გასაჩივრებისთვის. პროკურატურის მხრიდან ჩიტაევების ოჯახს უარი ეთქვა უკანასკნელი გარემოებების მიმართ საქმის აღძვრაზე.

2002 წელს, პროკურატურამ ძმები დაიბარა და შესთავაზა დაეწერათ განცხადება, რომ უარს ამბობენ ყოველგვარ საჩივარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართ. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში მათ ემუქრებოდნენ სისხლის სამართლის საქმის განახლებით.
განმცხადებლები ასაბუთებდნენ, რომ ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძლიერი წნეხის შედეგად და საკუთარი სიცოცხლისა და უსაფრთხოების შიშისგან მათ დატოვეს ჩეჩნეთი.

ძმებმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართეს 2000 წელს და დავობდნენ მათ მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3; მე-5, მე-8 და მე-13 დარღვევაზე. ასევე, N1 პროტოკოლის პირველ მუხლთან დაკავშირებით.

სასამართლომ გაითვალისწინა რომ ჩიტაევების პატიმრობიდან განთავისუფლებისთანავე ჩატარდა სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც ადასტურებდა წამების ფაქტს. სასამართლომ აღნიშნა რომ სახელმწიფო ვალდებულია წარმოადგინოს დამაჯერებელი განმარტებები, თუ საიდან ჰქონდათ დაკავებულებს აღნიშნული დაზიანებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ყველა შემთხვევაში სახელმწიფოს დაეკისრება. მოპასუხე მხარე – რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები უარყოფდნენ ბრალდებებს თუმცა, ასევე არ წარმოუდგენიათ არანაირი არგუმენტი, რომელიც ძმების პოზიციას გააბათილებდა. სასამართლოს აზრით., განმცხადებლები განიცდიდნენ ძლიერ ფიზიკურ ტკივილს , შიშს საკუთარი ომავალის შესახებ და ინტენსიურ ძალადობეას, რომელსაც განიცდიდნენ მთელი დაკავების/პატიმრობის პერიოდის განმავლობაში. „„სასამართლო ფიქრობს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ფიზიკური ტკივილისა და ტანჯვის ფაქტი დასტურდება 2000 წლის 6 ოქტომბრის სამედიცინო დოკუმენტითა და განმცხადებლების დადასტურებით, დაკავების დროს სასტიკი მოპყრობის შესახებ. აქედან გამომდინარეობს რომ ტკივილი და ტანჯვა მათთვის მიყენებული იყო სპეციალურად. კონკრეტულად კი დანაშაულის აღიარებითი ჩვენების მისაღებად.“

სასამართლოს აზრით, განმცხადებლების მიმართ ჩადენილი აღნიშნული სასტიკი და შეუწყალებელი ქმედება, რომელმაც გამოიწვია მძიმე ტკივილი – უთანაბრდება წამებას.

სასამართლომ გამოიტანა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის გადაწყვეტილება – „არავინ შეიძლება დაექვემდებარეოს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას.“

ძმები ჩიტაევები დაკავებულები იყვნენ 2000 წლის 12 აპრილიდან 5 ოქტომბრადე – 7 თვის დროით. ასევე 12-16 აპრილამდე პერიოდში მათი დაკავება საერთოდ გაუფორმებელი იყო. განმცხადებლები ასევე ასაბუთებდნენ რომ მათი დაკავება არ იყო კანონიერი და მოკლებულ იყვნენ კომპენსაციის მოთხოვნის საშუალებას არაკანონიერი დაკავებისთვის. მათი აზრით აღნიშნულ ქმედებაში, სახელმწიფოსთვის არ არსებობდა არანაირი სამართლებრივი საფუძველი. მათ ასევე არ შეეძლოთ გაესაჩივრებინათ განხორციელებული მოპყრობა. ისინი მოწყვეტილები იყვნენ ყოველგვარ კომუნიკაციას და პრაქტიკულად ადვოკატზეც კი არ ჰქონდათ წვდომა.

ევროპის სასამართლომ საქმის გარშემო მსჯელობისას ცალკე გამოყო ის პერიოდი, რომლის დროსაც დაკავება დოკუმენტალურად გაფორმებული არ იყო . ასევე სასაართლომ დაადგინა, რომ აპრილის თვიდან აგვისტოს თვემდე განმცხადებლები დაკავებულნი იყვნენ კომპეტენტური ნაციონალური ორგანოს გადაწყვეტილების გარეშე. ამ და სხვა პროცედურულ პრობლემებთან დაკავშირებით სასამართლო მიიჩნია ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-5 მუხლის უხეშ დარღვევად – „ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად“

სასაართლომ ასევე აღნიშნა რომ ძმები ჩიტაევები მოკლებულ იყვნენ დაკავების გასაჩივრების საშუალებას, რადგანაც სასამართლომ ფუნქციონირება დაიწყო მხოლოდ 2000 წლის ნოემბრის თვიდან. ხოლო გასაჩივრების უფლებისა და მექანიზმის არ არსებობა არღვევდა კონვენციის მე-5 მუხლის მეოთხე პუნქტს – 4. ყველას, ვისაც დაკავებით ან დაპატიმრებით აღეკვეთა თავისუფლება, უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს, რომელიც სწრაფად განიხილავს მისი დაპატიმრების მართლზომიერების საკითხს და გამოსცემს ბრძანებას მისი გათავისუფლების შესახებ, თუ დაპატიმრება არ არის კანონიერი.
სასამართლომ რუსეთის ფედერაციას დააკისრა კომპენსაცია 35 000 ევროს ოდენობით თითოეული განმცხადებლის მიმართ მორალური ზიანის მიყენების გამო.

აღსანიშნავია, რომ „ჩიტაევი და ჩიტაევი რუსეთის წინააღმდეგ“ იყო პირველი საქმე, რომელზეც ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ განსაზღვრა რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან ჩეჩნების მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობის ფაქტი. გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დადგენილი პრაქტიკის კუთხით, რომლის მიხედვითაც ყოველთვის არსებობს პრეზუმცია რომ სახელწიფომ განახორციელა ადამიანის უფლების დარღვევა, როდესაც პირი იღებს ფიზიკურ დაზიანებებს ან/და კვდება მაშინ როდესაც ის არის დაკავებული. სასამართლოს აზრით, ამგვარი ტიპის საჩივრების განხილვისას, სახელმწიფომ ყოველთვის უნდა წარმოადგინოს დეტალური და მყარი მტკიცებულებები მოსარჩელის არგუმენტების გასაბათილებლად. თუ სახელწიფო ამას არ აკეთებს, სამართლიანი იქნება ვარაუდი, იმისა რომ განმცხადებლების დასაბუთებები რეალობას შეესაბამება.

გიორგი ნონიაშვილი

Share Button