მედიაციისა და სამართლებრივი დავის პროცესი Facebook-ის იგვლივ

ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სოციალური ქსელი – Facebook შეიქმნა 2004 წელს, მარკ ცუკერბერგის, ედუარდო სევერინის, დასტინ მოსკოვიჩის და ქრის ჰიუზის მიერ, მათი სტუდენტობის პერიოდში ჰარვარდის უნივერსიტეტში.

2002 წელს, ჰარვარდის სტუდენტებმა კემერონ უინკვლოსმა, ტაილერ უინკვლოსმა და დივია ნარენდამ დაგეგმეს შეექმნათ სოციალური ქსელი სტუდენტებისთვის. მათ პროგრამული დახმარებისთვის მიმართეს მარკ ცუკერბერგს, რომელმათ აღნიშნული პიროვნებებისგან მიიღო იმ სოციალური ქსელის პროგრამული კოდები, რომელზეც მუშაობა უკვე დაწყებული იყო («HarvardConnection»/ შემდეგში, «ConnectU»). ამის შემდეგ, ცუკერბერგმა ძმები უინკვლოსებთან თანამშრომლობა შეწყვიტა და შექმნა საკუთარი სოციალური ქსელი, რომელიც დღეს ცნობილია – Facebook-ის სახელით. 2004 წელს, ძმებმა ჰარვარდის უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მოსთხოვეს, რეაგირება მოეხდინა მათი ინტელექტუალური საკუთრების მითვისებაზე. თუმცა, ადმინისტრაციამ განაცხადა რომ საქმე მის კომპეტენციას არ განეკუთვნება. უნივერსიტეტის ხელმძღვანელმა მათ ურჩია, მიემართათ სასამართლოსთვის.

სამეული ასეც მოიქცა. მათ ცუკერბერგი დაადანაშაულეს იდეისა და მისი პროგრამული კოდის მოპარვაში. დავა წარიმართა მედიაციის წესით, რომელსაც უძღვებოდა ცნობილი მედიატორი ანტონიო პიაზზა და გაგრძელდა მხოლოდ 2 დღის განმავლობაში (22,23 თებერვალი;2008 წ.) მხარეებმა შეიმუშავეს ორგვერდიანი დოკუმენტი “წესებისა და შეთანხმების პირობებზე“ , რისი მიხედვითაც facebook-ი ყიდულობდა ძმების მიერ შექმნილი ქსელის, connectU-ს ყველა აქციას „ქეშის“ (ნაღდი ანგარიშსწორების) სახით, 20 მილიონ აშშ დოლარად. ასევე, ძმებ უინკვლოსებმა მიიღეს 45 მილიონი აშშ დოლარის რაოდენობის facebook-ის აქციები( თითო აქციის ფასი კონტრაქტის მიხედვით განისაზღვრებოდა 8.88 აშშ დოლარით)

მედიაციის პროცესმა მხარეებისთვის საინტერესო შედეგები მოიტანა. ორივე მხარემ ოპერაციის შედეგად თავი აირიდა გადასახადების გადახდისგან, რადგან პირდაპირი ტრანზაქციები არ განხორციელებულა connectU-ს შთანთქმისას და facebook-ის აქციების გადაცემისას.

თუმცა, შემდეგში პროცესი კვლავ გამწვავდა. იშვიათი არ არის, როდესაც მედიაციის პროცესის დასრულებისას მხარეები არ აკმაყოფილებთ საკონტრაქტო პირობები.

[პარალელურად, სოციალური ქსელის «ConnectU»-ის მფლობელებმა და ფაილების გამზიარებელი ქსელის “i2hub” უეინ ჩანმა დაიწყეს თანამშრომლობა. მათ შექმნეს შვილობილი კომპანია “The Winklevoss Chang Group”. უეინ ჩანმა, შემდგომში განაცხადა რომ აღნიშნული კომპანიის 50 %იანი წილის მფლობელობა მას საშუალებას აძლევს მოეთხოვა სამშვიდობო შეთანხმებით გათვალისწინებული კომპენსაციის ნაწილი. აღსანიშნავია, რომ ამ დავისას გაირკვა 2008 წელს დადებული შეთანხმების კომპენსაციის ოდენობა, რომელიც აქამდე გასაიდუმლოებული იყო და შეადგენდა 65 მილიონ აშშ დოლარს.]

ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. ძმები უინკვლოსებმა განაახლეს დავა მარკ ცუკერბერგის წინააღმდეგ. მათი აზრით, 2008 წელს დადებული შეთანხმება საკმარისად გამართული არ იყო, სადაც დაკონკრეტებული იქნებოდა, რომ ეს სამართლებრივად მბოჭავი ხასიათის დოკუმენტია.

ასევე, უინკვლოსებმა, ცუკერბერკი დააშანაშაულეს SEC Rule 10b-5-კანონის 29(ა) მუხლის დარღვევაში -რაც მოიცავდა საინვესტიციო თაღლითობას. წარმოდგენილი არგუმენტების მიხედვით, facebook-მა არასწორად წარმოადგინა აქციების ფინანსური შეფასება და, შესაბამისად, შეცდომაში შეიყვანა მეორე მხარე, რისი წინაპირობაც იყო მედიაციის ფარგლებში დადებული დოკუმენტი.

მათი აზრით, გათვალისწინებული კომპენსაცია 65 მილიონი აშშ დოლარი 4-ჯერ დაბალი თანხაა რეალურად გადასახდელ თანხასთან შედარებით. ისინი ფიქრობდნენ, რომ ფეისბუქმა განზრახ არასწორად, სპეციალურად დაბალ ფასში დაიანგარიშა საკუთარი აქციები. ამის დასაბუთების საშუალებას იძლეოდა სხვა კომპანიებთან დადებული გარიგებები. მაგალითისთვის, 2007 წელს ( ძმებსა და ცუკერბერგს შორის დადებულ შეთანხმებამდე) მაიკროსოფტმა ფეისბუქის 1.6%-იანი წილი იყიდა 240 მილიონ აშშ დოლარად. იმის გათვალისწინებით, რომ facebook-ის საერთო ფინანსური შეფასება რამდენიმე ათეულ მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, ძმებმა უინკვლოსებმა რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი დაკარგეს. მათი აზრით უნდა მომხდარიყო მედიაციის ფარგლებში დადებული ხელშეკრულების ანულირება.

თუმცა, ნიუ-იორკის სააპელაციო სასამართლომ ძმები უინკვლოსების არგუმენტები არ გაითვალისწინა. საქმეზე, მოსამართლე კოზინსკიმ გამოთქვა შემდეგი აზრიც: „ის რისი მიღწევაც არ შეუძლიათ ძმებ უინკვლოსებს ბაზარზე, იმის მიღწევას ცდილობენ სასამართლოში“. მოსამართლეების აზრით, ძმებმა უინკვლოსებმა მარკ ცუკერბერგთან დადეს ხელსაყრელი გარიგება, თუ გათვალისწინებული იქნება უკანასკნელი პერიოდის დაბალი საბაზრო აქტივობა. სასამართლო ვერ ხედავდა საფუძველს, რის გამოც შესაძლებელი იქნებოდა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების გაუქმება. მოსამართლეებმა მიიჩნიეს რომ საკონტრაქტო პირობებზე დათანხმებამდე, მხარეს უნდა გადაემოწმებინა შეთავაზებების გონივრულობა. გადაწყვეტილების მიხედვით, საქმეში არ ჩანს SEC Rule 10b-5-კანონის 29(ა) მუხლის დარღვევა.

ძმები ასევე გეგმავდნენ აშშ-ს უზენაესი სასამართლოსთვის მიმართვას, თუმცა საბოლოოდ ამ ინსტანციამდე აღარ მიუღწევიათ.

გიორგი ნონიაშვილი

 

გამოყენებული მასალა:

https://dockets.justia.com/docket/massachusetts/madce/1:2007cv10593/108516

http://cdn.ca9.uscourts.gov/datastore/opinions/2011/04/11/08-16745.pdf

http://blogs.findlaw.com/ninth_circuit/2011/05/winklevoss-twins-facebook-lawsuit-ninth-circuit-denies-review.html

http://dealbook.nytimes.com/2011/01/13/twins-uphill-battle-with-facebook-and-zuckerberg/?_r=1

http://www.theguardian.com/technology/2011/jun/23/winklevoss-twins-end-facebook-lawsuit

Share Button