პროექტი “სასამართლოს მეგობრის” ინსტიტუტის გაძლიერებისთვის

ილიაუნის სამართლის სკოლის “მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრი” ა(ა)იპ “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრთან” ერთად ახორციელებს პროექტს “გახდი სასამართლოს მეგობარი”.

პროექტი ემსახურება სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განხორციელებაში სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტის პოპულარიზებას. პროექტში მონაწილეობენ საქართველოს მასშტაბით, აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები.

2-ეტაპიანი კონკურსის შედეგად პროექტში გამოვლინდება ორი გამრჯვებული, რომლებიც მოამზადებენ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოს მეგობრობრის 5-5 მოსაზრებას.

სასამართლოს მეგობრის მოსაზრებების მომზდებისას, გამარჯვებულებს კორდინაციას ყოფილი მოსამართლე ზაზა მეიშვილი გაუწევს. გამარჯვებულები სასამართლოს მეგობრის თითოეული მომზადებული მოსაზრებისთვის მიიღებენ ჰონორარს 100 აშშ დოლარის ოდენობით (ჯამში 500-500 აშშ დოლარი).

პროექტი ფინანსდება ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს” მიერ.

Share Button