სამართლებრივი წერის სახელმძღვანელოს მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრი მოამზადებს

 

მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, იწყებს მუშაობას სამართლებრივი წერის სახელმძღვანელოზე. პროექტის მთავარი მიზანია სამართლის სკოლის სტუდენტებსა და ზოგადად, სამართლის სფეროში მომუშავე პროფესიონალებისთვის გამართული, ლოგიკური სამართლებრივი მსჯელობის განვითარება-ჩამოყალიბებაში ხელის შეწყობა. ამ მიზნით, დაგეგმილია სახელმძღვანელოს შექმნა, რომელზე მომუშავე ავტორთა ჯგუფი შეეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: სამართლებრივი კვლევის ტექნიკა, წერის სტრუქტურა და სხვადასხვა მიდგომის მიმოხილვა, მოკლე მემორანდუმის მომზადება და ელექტრონული კომუნიკაცია, საკანონმდებლო წერის ტექნიკა და საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის თავისებურებები. სახელმძღვანელო გაჯერებული იქნება პრაქტიკაში არსებული რეალური მაგალითებით, რათა სტუდენტებმა და სამართლის პროფესიონალებმა თეორიული მასალის პრაქტიკაში გამოყენებით შეძლონ ხარვეზების დანახვა და დაიწყონ მათ აღმოფხვრაზე მუშაობა.

სახელმძღვანელოზე მუშაობის დასრულება 2018 წლის შემოდგომისთვის არის დაგეგმილი, რის შემდგომაც ილიას უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა, განახლებული პროგრამითა და კურიკულუმით მოისმინონ სამართლებრივი წერის ლექციები.

Share Button