107 -ე მუხლის პირველი პუნქტი

„კონსტიტუციის 107-ე მუხლის თანახმად, „კონსტიტუციის  შესაბამისად სასამართლო წყობილების ორგანული კანონების მიღებამდე ძალაში რჩება სასამართლო წყობილების მოქმედი კანონმდებლობა.“ …კონსტიტუციის ეს მუხლი იძლევა სასამართლო წყობილების, მათ შორის, იმ პირობათა შეცვლის შესაძლებლობას, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს მოსამართლე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში, არ იძლევა კონსტიტუციის შეუსაბამო აქტის მიღების უფლებას, რადგან, როგორც ცნობილია, კონსტიტუცია არის სახელმწიფოს უზენაესი კანონი. სახელმწიფოში მიღებული ყველა კანონი და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი უნდა გამომდინარეობდეს კონსტიტუციიდან და შეესაბამებოდეს მას. თუ კანონი ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი არ შეესაბამება კონსტიტუციას, იგი უნდა გაუქმდეს.“

საქართველოს მოქალქე ავთანდილ ჭაჭუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/80-9, 3 ნოემბერი, 1998

Back to Top