სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში – ,,უნივერსიტეტი“) – მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრი (შემდგომში – ,,ცენტრი“) წარმოადგენს უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს სამართლის სკოლის შემადგენლობაში.
2. ცენტრი იქმნება სამართლის სკოლის დეკანის წარდგინებით, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით და მტკიცდება წარმომადგენლობით საბჭოზე.
3. ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, უნივერსიტეტის წესდებითა და წინამდებარე დებულებით.
5. ცენტრის მისამართია: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5; თბილისი 0162, საქართველო.
მუხლი 2. ცენტრის მიზნები და უფლებამოსილებები
ცენტრის მიზანია:
ა) მართლმსაჯულების გაძლიერების მიზნით შესაბამისი საქმიანობის განხორციელება;
ბ) სამართლებრივი განათლების ხელშეწყობა.
1. ცენტრის უფლებამოსილებაა:
ა) საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისა და სწავლების პროცესის განვითარების ხელშეწყობა;
ბ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა;
გ) საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობა:
დ) საექსპერტო დასკვნების მომზადება;
ე) საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციების, მრგვალი მაგიდების ორგანიზება;
ვ) კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობის განხორციელება.
მუხლი 3. ცენტრის სტრუქტურა და უფლებამოსილებები
1. ცენტრს მართავს ცენტრის დირექტორი, რომელსაც ოთხი წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
2. ცენტრის დირექტორი:
ა) კოორდინაციას უწევს ცენტრში დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანად წარმართვას;
ბ) პასუხისმგებელია ცენტრზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს ცენტრის საქმიანობაში ჩართულ პირებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
დ) ორგანიზებას უწევს, ამ დებულებით, ცენტრისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც საბჭოს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
ე) ახორციელებს ამ დებულებით, უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებითა და უნივერსიტეტის მართვის ორგანოების გადაწყვეტილებებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
3. ცენტრის დირექტორს საქმიანობის განხორციელებაში დახმარებას უწევს ცენტრის დირექტორის თანაშემწე.
4. ცენტრში შესაძლებელია დასაქმდეს სხვა დამხმარე პერსონალიც.
მუხლი 4. ცენტრის ქონება
თავის ფუნქციათა განსახორციელებლად ცენტრი სარგებლობს უნივერსიტეტის უძრავი და მოძრავი ქონებით.
მუხლი 5. ცენტრის ფინანსები
ცენტრის დაფინანსების წყაროებია:
ა) უნივერსიტეტის მიერ გადაცემული თანხები;
ბ) გრანტებისა და პროექტების საფუძველზე მიღებული შემოსავლები;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნობრივად ცენტრისათვის
განკუთვნილი, საჩუქრის სახით მიღებული შემოსავლები;
დ) კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი სხვა შემოსავალი.
მუხლი 6. დასკვნითი დებულებები
ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, სხვა სტრუქტურული ცვლილებები და წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საკითხი რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
JUDICIAL EMPOWERMENT AND LEGAL EDUCATION CENTER
STRATEGIC AIMS AND OBJECTIVES
Judicial Empowerment and Legal Education Centre (“Centre”) has been founded and functioning on the bases of Ilia State University. The Centre aims to support university-based researches in the process of judicial empowerment, to encourage comparative analyses and to provide qualified legal reports on relevant topics.
The Centre is planned to conduct its activities in the following directions:
- For the purpose of strengthening Judiciary-carry out in-depth research on the judicial-reform related issues. As a result, Centre’s analysts will provide compiled academic work based on which it may be feasible to draw conclusion on pros and cons of certain amendments and to suggest specific steps that the country will have to take for efficiently implementing the judicial reform;
- Support legal education_ The Centre plans to organize round-table discussions on the topics of current relevance in order to eradicate the existing gap between the theoretical and practical knowledge. The Centre will encourage academic publications and will support organizing moot court competitions;
- Enhance civic awareness on the relevant legal issues_ Centre’s analysts will prepare qualified reports on the issues that have an inaccurate image in the society. For this purpose, the Centre will be in close cooperation with media representatives to increase their skills on precise legal reporting;
- International cooperation_ the Centre plans to cooperate with the partner universities and the organizations working in the field of justice to implement innovative projects.