ცოცხალი კონსტიტუცია

 

მოგესალმებით!

თქვენს წინაშეა სპეციალური საძიებო პროგრამა „ცოცხალი კონსტიტუცია“, რომელიც დღეისათვის მოიცავს 1996 წლიდან 2017 წლის ჩათვლით საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა გადაწყვეტილებას და ამ გადაწყვეტილებებში გამოყენებულ კონსტიტუციურ ნორმათა განმარტებებს.  

განმარტებები მოკლედ, აბზაცების სახით არის ციტირებული სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებიდან. ისინი დალაგებულია თარიღების მიხედვით, 1996 წლიდან ზევით, მზარდი თანმიმდევრობით. განმარტებები მიჰყვება კონსტიტუციის ტექსტს, პრეამბულიდან ბოლო მუხლამდე (რომელ ნორმაზეც კი არსებობს განმარტება) და შესაძლებელია მათი მოძიება თითოეული მუხლის მიხედვით. ცალკე არის წარმოდგენილი რამდენიმე კონსტიტუციური პრინციპის, ასევე სხვადასხვა ტერმინის განმარტებები. გარდა ამისა, განმარტებათა მოძიება შესაძლებელია  კონსტიტუციის როგორც მოქმედი (1995 წლის), ისე მომავალი (2017 წლის) რედაქციის მუხლების მიხედვით, ანუ პროგრამულად ერთმანეთთან არის დაკავშირებული შესაბამისი მუხლები და ნორმები, რის მეშვეობითაც ჩანს ახალი რედაქციის რომელი მუხლი თუ პუნქტი მოიცავს და შეესაბამება მოქმედი რედაქციის ნორმებს.

ასევე გაცნობებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე მუშაობა გრძელდება და ახალი განმარტებები რეგულარულად განთავსდება პროგრამაში.

გისურვებთ წარმატებებს!

Back to Top