ტერმინები

  • საქართველოს კანონმდებლობაში ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების უზოგადესი განმარტება მოცემულია საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში, კერძოდ, მე-2 მუხლისქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილებაადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება“. აქედან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოსთვის დისკრეციული უფლებამოსილების დელეგირება გულისხმობს მისთვის გარკვეულ საკითხში მოქმედების თავისუფლების მინიჭებას, უფლებამოსილების განსაზღვრას, გარკვეული საკითხის გადაწყვეტის ორი ან მეტი ალტერნატივიდან შეარჩიოს ერთერთი მისი შეხედულებისამებრ. აღსანიშნავია, რომ დისკრეციის ფარგლებში ადმინისტრაციული მოქმედების არსებული  შესაძლო ვარიანტები, ზოგადად. ყოველთვის შეესაბამება ლეგალურობის მოთხოვნებს, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს ამოცანას წარმოადგენს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევას შეუსაბამოს ოპტიმალური გადაწყვეტა კეთილსინდისიერად, მიუკერძოებლად, ყოველგვარი დისკრიმინაციისა და თვითნებობის გარეშე.

    ადმინისტრაციული დისკრეცია, თავისი არსით, გულისხმობს უფლებამოსილებათა დელეგირებასსაკანონმდებლო ორგანო ადმინისტრაციულ ერთეულს, ქცევის წესის მკაცრი განსაზღვრის ნაცვლად, ანიჭებს უფლებამოსილებას, თავად განსაზღვროს ოპტიმალური ქცევა. ერთი შეხედვით, აღნიშნული კოლიზიაში მოდის სახელმწიფოში ხელისუფლების დანაწილების ფუნდამენტურ პრინციპთან, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ პრაქტიკული თვალსაზრისით, წარმოუდგენელია კანონმდებელმა ხელისუფლების სხვა შტოთა კონკრეტული ინსტიტუციების მოქმედების ფარგლები სკრუპულოზური სიზუსტით გაწეროს. ამასთან,   ნებისმიერი შემთხვევისა და პრობლემისათვის მოქმედების ინსტრუქციის ზედმიწევნით გაწერა, მისი პრაქტიკული განხორციელების შემთხვევაშიც კი შეზღუდავდა ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედების თავისუფლებას, ადმინისტრაციული პრაქტიკის საკანონმდებლო რეგულირებისთვის  მისადაგებას და, შესაბამისად, საჯარო ხელისუფლების განხორციელების ეფექტურობას.

    ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების მნიშვნელობის განმარტებისას აუცილებელია, ხაზი გაესვას დაწერილი სამართლისა და მისი პრაქტიკაში აღსრულების ურთიერთკავშირს. ადმინისტრაციულ ორგანოთა საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმები ხშირად წარმოდგენილია ზოგადი სახით, რის ინდივიდუალიზაციასა დაცოცხალსამართლად ქცევას, მასზე დელეგირებული დისკრეციული უფლებამოსილებების მეშვეობით, შემდგომ ახორციელებს ადმინისტრაციული ორგანო. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული დისკრეცია, თავისი არსით, ხელისუფლების განხორციელების პროცესში წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს  არა მარტო აღმასრულებელი ხელისუფლების, არამედ საკანონმდებლო ორგანოს პერსპექტივიდანაც. იგი შინაარსობრივი თვალსაზრისით უზრუნველყოფს ხელისუფლების დანაწილების პრინციპის პრაქტიკულ, ეფექტურ რეალიზებას.

    ადმინისტრაციული ორგანოსთვის მოქმედების თავისუფლების გარკვეული ფარგლების მინიჭებას, ხშირ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს ხელისუფლების ეფექტური განხორციელებისათვის, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაურეგულირებელი, გაუმართლებლად ფართო და აბსოლუტური დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭების ავტომატურ დასაშვებობას. აღსანიშნავია, რომ, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში, მას წვდომა აქვს სახელმწიფოს ხელთ არსებულ ტექნიკურ და ადამიანურ რესურსებზე, აღჭურვილია სამართლებრივ ინსტრუმენტთა ფართო სპექტრით, რომელთაც  იყენებს მისი საქმიანობის პროცესში. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში საქმიანობის განხორციელებისას ყოველთვის არსებობს შეცდომის დაშვების, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, თვითნებური, მიკერძოებული მოქმედების მეტი რისკი. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება და მისთვის პასუხისმგებლობის განსაზღვრა გაცილებით მეტ სირთულესთანაა დაკავშირებული, როდესაც ის საქმიანობას ახორციელებს მოქმედების თავისუფლების პირობებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ დისკრეციას, მის პოზიტიურ ასპექტებთან ერთად, ყოველთვის თან ახლავს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მომეტებული რისკი და აუცილებელია, ადმინისტრაციული ორგანოსთვის დისკრეციის დელეგირება ხდებოდეს მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმების, პირობების შესაბამისად, რაც მინიჭებულ უფლებამოსილებას მოაქცევს სამართლებრივ ჩარჩოში და უზრუნველყოფს სამართლიანი ბალანსის დაცვას დისკრეციის მიზნებსა და მისი ბოროტად გამოყენების რისკს შორის. ამასთან, განჭვრეტადს გახდის დისკრეციის განხორციელების საფუძველს და წინაპირობებს ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას დაქვემდებარებული პირისათვის.“

    სსტელენეტისაქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/7/667,  28 დეკემბერი, 2017

  • საკონსტიტუციო სასამართლო დაეთანხმა მოსაზრებას, რომ ადამიანის უფლებათა რეალიზაცია კანონმდებლობით დადგენილი საარჩევნო სამართლის ფარგლებში წარმოადგენს თანამედროვე დემოკრატიული პოლიტიკის საფუძველს, ვინაიდან სწორედ სხვადასხვა დონის წარმომადგენლობითი ორგანოებისა თუ სახელმწიფო თანამდებობის პირების არჩევნებია სახელმწიფოს დემოკრატიულობის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი.“

    საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტიის თავმჯდომარე თემურ ჟორჟოლიანი და იგორ გიორგაძის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/3/250-269, 9 ივლისი, 2004

    არჩევნები არის ერთგვარი ინსტიტუციური მექანიზმი, რომელსაც მოქმედებაში მოჰყავს დემოკრატია. იმისათვის, რომ შედგესხალხის მმართველობა“, ხალხმა უნდა მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკაში და ამის საუკეთესო გზა არჩევნებია.

    არჩევნები თავისთავად აჩენს განცდას და რწმენას ადამიანებში, რომ ისინი უშუალოდ იღებენ მონაწილეობას სახელმწიფოს მართვაში (ირჩევენ რა თავის რჩეულებს ან თავად არიან არჩეული). ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ტარდება არჩევნები, პირველ რიგში, როგორია თავად საარჩევნო კანონმდებლობა, რამდენად შეიცავს ის საკმარის და საჭირო გარანტიებს იმისათვის, რომ არჩევნების შედეგად ქვეყანამ, მისმა მოქალაქეებმა მიიღონხალხის მმართველობა“. ეს შედეგი მიღწევადია, თუ არჩევნებში მონაწილეობა რეალურად თანაბრად არის ხელმისაწვდომი ყველა მოქალაქისთვის.“

    მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებიახალი მემარჯვენეებიდასაქართველოს კონსერვატიული პარტიასაქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/493, 27 დეკემბერი, 2010

    არჩევნები უზრუნველყოფს დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპის პრაქტიკულ რეალიზაციასა და მოქალაქეთა მონაწილეობას სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებაში. სამართლიანი საარჩევნო პროცესი ხელს უწყობს თანამედროვე, პლურალისტური საზოგადოების ჩამოყალიბებას და ქმნის დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილების ფუნდამენტს. დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება ეფუძნება თითოეული მოქალაქის თავისუფალი თვითგამორკვევისა და ღირსების პატივისცემის იდეას. თანამედროვე სახელმწიფოში  ხალხის სახელით მოქმედი სახელმწიფო ორგანოების ლეგიტიმაცია უშუალოდ ხალხის ნებიდან უნდა მომდინარეობდეს. არჩევნები არის ის მექანიზმი, რომელიც სახალხო სუვერენიტეტის რეალიზაციის შესაძლებლობას ქმნის. სწორედ კონსტიტუციური სტანდარტების შესაბამისი, თავისუფალი, საყოველთაო და თანასწორი არჩევნები წარმოადგენს დემოკრატიული სისტემის საყრდენს.“

    საქართველოს მოქალაქეებიუჩა ნანუაშვილი და მიხეილ შარაშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/3/547, 28 მაისი, 2015

    სახალხო სუვერენიტეტის იდეა გულისხმობს, რომ  თითოეული მოქალაქე მონაწილეობს ხელისუფლების ფორმირებაში და ამით ჩართულია ხელისუფლების განხორციელების პროცესში. სახალხო სუვერენიტეტი მნიშვნელოვანწილად ხორციელდება წარმომადგენლობითი დემოკრატიის პრინციპის მეშვეობით. საქართველოს თითოეული მოქალაქე ირჩევს რა წარმომადგენელს, საკუთარ ძალაუფლებას გადასცემს მას და ამით აძლევს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების, სახელმწიფოს მართვის ლეგიტიმაციას.“

    საქართველოს მოქალაქეებიუჩა ნანუაშვილი და მიხეილ შარაშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/3/547, 28 მაისი, 2015

    კონსტიტუციური სტანდარტების შესაბამისი საარჩევნო სისტემის შერჩევა წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილებისათვის ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გადაწყვეტილებას. საარჩევნო სისტემები განაპირობებს საარჩევნო ხმებისა და შესაბამისი მანდატების (სახელმწიფო, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების) ურთიერთდამოკიდებულებას, განსაზღვრავს მიღებული ხმების მანდატად გარდაქმნის პროცესს.“

    საქართველოს მოქალაქეებიუჩა ნანუაშვილი და მიხეილ შარაშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/3/547, 28 მაისი, 2015

    არჩევნები, როგორც წარმომადგენლობითი დემოკრატიის განმახორციელებელი მექანიზმი, წარმოადგენს სახელმწიფო თანამდებობის დაკავების განსაკუთრებულ და ყველაზე მნიშვნელოვან საშუალებას.“

    საქართველოს მოქალაქეებისალომე  ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/2/588, 14 აპრილი, 2016

    არჩევნები უზრუნველყოფს შესაბამისი სუბიექტების მიერ სახელმწიფო თანამდებობის დაკავებას ხალხის ნების შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, არჩევნები რომ კონსტიტუციის შესაბამისად ჩაითვალოს, არა მხოლოდ გაუმართლებელი დაბრკოლებები არ უნდა შეიქმნას არჩევნების გზით თანამდებობის დაკავების მსურველთათვის, არამედ უნდა უზრუნველყოს ამომრჩევლის ნების ადეკვატური ასახვა. ამდენად, არჩევნები როგორც უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციურსამართლებრივი ინსტიტუტი ემსახურება როგორც ამომრჩეველთა, ისე ასარჩევი პირების ინტერესების დაცვას, საერთო მიზნის, დემოკრატიული საჯარო მმართველობის უზრუნველსაყოფად.“

    საქართველოს მოქალაქეებისალომე  ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/2/588, 14 აპრილი, 2016

    მნიშვნელოვანი განსხვავება, რაც პოლიტიკურ პარტიასა და მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს შორის არსებობს, არის პოლიტიკური პარტიის ორგანიზებული ხასიათი. ამა თუ იმ საარჩევნო კანდიდატის წარმდგენი მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფები იქმნება მხოლოდ კონკრეტული შემთხვევისათვის, რათა წარადგინონ ეს კანდიდატები. ხოლო პოლიტიკური გაერთიანებები ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას, აკისრიათ კანონით განსაზღვრული ვალდებულებები, ამოძრავებთ უფრო გრძელვადიანი პოლიტიკური მიზნები და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში.“

    საქართველოს მოქალაქეებისალომე  ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/2/588, 14 აპრილი, 2016

    საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას. ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317- მუხლით დასჯადია საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, ანდა ასეთი მოწოდების შემცველი მასალის გავრცელება, აგრეთვე ამავე მიზნით შეიარაღებისაკენ მოწოდება. კანონმდებლობით ასევე შესაძლოა დადგინდეს დამატებითი რეგულაციები, რომელთა მეშვეობითაც მოხდება  დასახელებული საფრთხეების თავიდან აცილება.“

    საქართველოს მოქალაქეებისალომე  ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/2/588, 14 აპრილი, 2016

    კანონმდებელი უფლებამოსილია, საარჩევნო საკითხები მოაწესრიგოს არსებული პოლიტიკური ნების შესაბამისად, თუმცა არჩევნების მომწესრიგებელი ნორმების ჩამოყალიბებისას საქართველოს პარლამენტი შებოჭილია კონსტიტუციის მოთხოვნებით. არჩევნების კონსტიტუციური სტანდარტების შესაბამისი მოწესრიგება წარმოადგენს სახალხო სუვერენიტეტის რეალიზების უმნიშვნელოვანეს გარანტიას, აქედან გამომდინარე, არჩევნების მომწესრიგებელი ნორმები უნდა თავსდებოდეს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სამართლებრივ წესრიგში. ამგვარად, საკანონმდებლო ორგანოს,   ფართო მიხედულების მიუხედავად,  კონკრეტული საკითხის გადაწყვეტის პოლიტიკური მოტივაცია და ნება, თავისთავად, ვერ იქნება არჩევნების მომწესრიგებელი ნორმების კონსტიტუციურობის კრიტერიუმი.“

    საქართველოს პარლამენტი წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, გიორგი ბარამიძე და სხვები, სულ 42 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,  №3/3/763, 20 ივლისი, 2016

    არჩევნების მთავარი დანიშნულება ხალხის ნების ადეკვატურ ასახვასა და სახალხო სუვერენიტეტის რეალიზებაში მდგომარეობს.“

    საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/3/600, 17 მაისი, 2017

  • კონსტიტუცია არ იძლევააუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისმკაცრ დეფინიციას. ამ ცნების შინაარსის განსაზღვრა ცალკეულ შემთხვევაში დემოკრატიულ სახელმწიფოში კანონმდებლის პრეროგატივას წარმოადგენს და მისი შინაარსი ცვალებადია აქტუალური პოლიტიკური თუ სოციალურეკონომიკური გამოწვევების შესაბამისად. ამასთანავე, „მოქმედება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის“, არ ნიშნავს, რომ ის არის მიმართული საზოგადოებისათვის გარკვეული და გარდაუვალი უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად. კანონმდებელიაუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვისშეიძლება მოქმედებდეს, როდესაც მას ამოძრავებს საზოგადოებისათვის ან მისი ნაწილისთვის დადებითი შედეგების მომტანი მიზნები. ამასთანავე, არ არის აუცილებელი, რომ კანონმდებელმა კონკრეტულად მიუთითოს ნორმაში, თუ რააუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვისიღებს მას.“

    დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/512, 26 ივნისი, 2012

    „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება“ არ არის მყარი და ყველა საზოგადოებაზე უნივერსალურად მორგებული ცნება. ის ცვალებადია დროსა და სივრცეში პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური მოცემულობების გათვალისწინებით. აქედან გამომდინარე, ის, რაც ერთ საზოგადოებაში შეიძლება ჩაითვალოს „აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებად“, შეიძლება სხვა საზოგადოებაში ასეთად არ იქნეს მიჩნეული. გარდა ამისა, ის, რაც მოცემული მომენტისათვის გაგებულია როგორც „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება“, შესაძლოა მომავალში ასეთად აღარ ჩაითვალოს ან პირიქით – დღეისათვის არსებულმა მიზანმა, რომელსაც ვერ მივანიჭებთ „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების ხარისხს“ მიიღოს ასეთი დატვირთვა. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების“ განსაზღვრისას დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა არის საკუთრების უფლების ობიექტი, როგორია მისი ბუნება და სოციალური დატვირთვა. ამ თვალსაზრისით, ის გარემოებები, რომლებიც წარმოადგენენ „აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას საკუთრების ერთი ობიექტის მიმართ, ასეთ საჭიროებას შეიძლება არ წარმოადგენდნენ სხვა ობიექტის მიმართ.

    „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების“ შინაარსს კონკრეტულ შემთხვევაში კანონმდებელი განსაზღვრავს. მოქმედება „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის“ არ ნიშნავს, რომ ის არის მიმართული საზოგადოებისათვის გარკვეული და გარდაუვალი უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად. კანონმდებელი „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის“ შეიძლება მოქმედებდეს, როდესაც მას ამოძრავებს საზოგადოებისათვის ან მისი ნაწილისათვის დადებითი შედეგების მომტანი მიზნები. ამასთანავე, არ არის აუცილებელი, რომ კანონმდებელმა კონკრეტულად მიუთითოს ნორმაში, თუ რა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის“ იღებს მას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების“ არსებობა შეიძლება გაირკვეს ნორმის ანალიზის, მისი განმარტების შედეგად. პირი, რომელიც იყენებს ნორმას, თვითონ კი არ ადგენს „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების“ არსებობას ან არარსებობას, არამედ მიიჩნევს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არსებობს კანონმდებლის მიერ მოაზრებული „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება“. ხოლო იმას, არის თუ არა კანონმდებლის მოსაზრება „აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებასთან“ დაკავშირებით მართებული და კონსტიტუციასთან შესაბამისი, საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს.“

    საქართველოს მოქალაქეები – ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/1-370,382,390,402,405, 18 მაისი, 2007

  • გარემო ფართო გაგებით, მოიცავს როგორც ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთკავშირში მყოფ არაცოცხალ თუ ცოცხალ ელემენტებს, რომლებიც არსებობენ ბუნებრივი, თვითმყოფადი სახით, აგრეთვე ადამიანის უშუალო ზემოქმედების შედეგად ჩამოყალიბებულ გარემოს: სახეცვლილ ბუნებრივ ელემენტებსა და მათ მიერ ჩამოყალიბებულ ლანდშაფტებს. ამდენად, ბუნებრივი გარემოს არსებობა თავისთავად არ არის დამოკიდებული ადამიანზე და მის მიერ გაწეულ ძალისხმევაზე. მეტიც, ადამიანი თავად წარმოადგენს ამგვარი გარემოს ნაწილს და  საკუთარი ფიზიკური არსებობის თუ საქმიანობის განხორციელების პროცესში მუდმივად ურთიერთქმედებს მის სხვადასხვა ელემენტებთან, ხშირად გარდაქმნის მათიყენებს რა საკუთარი მატერიალური თუ არამატერიალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. სწორედ გარემოს განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, იგი საქართველოს კონსტიტუციით დაცულ ფასეულობას წარმოადგენს, რომელზე ზრუნვისა და შენარჩუნების ტვირთს კონსტიტუცია აკისრებს როგორც ცალკეულ ინდივიდს, ასევე მთლიანად საზოგადოებას და სახელმწიფოს.“

    შპსმადაიდა შპსპალიასტომი 2004” საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის წინააღმდეგ, №1/3/611, 30 სექტემბერი, 2016

    ეკოლოგიური უფლებების კონსტიტუციურსამართლებრივ სივრცეში მოქცევა  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფოს ანგარიშვალდებულების, გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, საზოგადოებრივი მონაწილეობისა და სხვა გარემოსდაცვითი მექანიზმების გამართული, ეფექტური მუშაობისა და კოორდინაციისათვის. ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლების დადგენით, საქართველოს კონსტიტუცია ადასტურებს და განამტკიცებს კონსტიტუციურ ღირებულებათა წესრიგში მდგრადი ეკოლოგიური განვითარების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.“

    საქართველოს მოქალაქე გიორგი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/1/524, 10 აპრილი, 2013

  • გადაუდებელი აუცილებლობა გულისხმობს ისეთ შემთხვევებს, როდესაც თანაზომიერების პრინციპზე დაყრდნობით, კონსტიტუციით გათვალისწინებული საჯარო ინტერესის მიღწევა, რეალურად არსებული ობიექტური მიზეზების გამო, შეუძლებელია კერძო ინტერესების დაუყოვნებლივი, მყისიერი შეზღუდვის გარეშე. ამასთან, ძალზე მკაფიო, ნათელი და ცალსახა უნდა იყოს, რომ კონსტიტუციის ფარგლებში საჯარო ინტერესის სხვაგვარად დაცვის მცირედი ალბათობაც არ არსებობს. გადაუდებლობა მიუთითებს დროის სიმცირეზე, რაც უფლების შესაზღუდად მოსამართლის ბრძანების მოპოვების საშუალებას არ იძლევა და საჭიროებს დაუყოვნებლივ მოქმედებას.“

    საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე თამარ ჩუგოშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/2/519, 24 ოქტომბერი, 2012

  • საქართველომ, რომელიც დამოუკიდებელ სახელმწიფოდ საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის ნგრევის შედეგად ხელახლა აღმოცენდა, მიზანშეწონილად მიიჩნია ადამიანის შინაგანი სამყაროს, მისი პირადი სფეროს დაცვის განსაკუთრებული გარანტიები კონსტიტუციაში ჩაეწერა. საბჭოთა სახელმწიფო არ სცნობდა საზღვარს ადამიანის შინაგან სამყაროსა და საზოგადოებრივ სივრცეს შორის, დაუბრკოლებლად ერეოდა მის კერძო სფეროში, არ აღიარებდა რწმენის და შეხედულებების არა მხოლოდ გამოხატვის, არამედ მათი თავისუფალი არჩევის შესაძლებლობას. ტოტალიტარული წარსულის გათვალისწინებით, საქართველოს კონსტიტუციამ საგანგებოდ განამტკიცა ადამიანის ავტონომიის, მისი თავისუფლების ის სფეროები, სადაც სახელმწიფოს ჩარევის უფლება ან არ გააჩნია, ან ის მკაცრად არის შემოფარგლული. კონსტიტუციის ამ მუხლებში მოცემულია პიროვნებისთავდაცვითი თავისუფლებარომელიც სახელმწიფოს ჩარევას კრძალავს იმ სფეროში, სადაც პირი თავის თავს ქმნის.“

    მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებამოძრაობა ერთიანი საქართველოსთვისმოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებასაქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეებიზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღდმეგ, №1/482,483,487,502, 18 აპრილი, 2011

  • სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს მოსახლეობის უფლებადამოუკიდებლად, სახელმწიფო ორგანოების ან თანამდებობის პირების ჩაურევლად შექმნან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და აირჩიონ შესაბამისი ხელმძღვანელები.“

    საქართველოს მოქალაქეებიუტა ლიპარტია, გიორგი ხმელიძე, ელისო ჯანაშია და გოჩა ღადუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/2/213,243, 16 თებერვალი, 2005

  • საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის, მათ შორის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისთვის მინიჭებული იმუნიტეტი არ არის აბსოლუტური, მისი ფარგლები და მოცულობა გამიზნულია ორგანიზაციის ფუნქციების განხორციელების ხელშესაწყობად. შესაბამისად, იმუნიტეტი არ ვრცელდება იმ საქმიანობაზე და დავებზე, რომლებიც სცილდება თავად ორგანიზაციის მიზნებს და ფუნქციებს. ამ უკანასკნელს განეკუთვნება შრომითი დავებიც საერთაშორისო ორგანიზაციის ადმინისტრაციასა და მოსამსახურეს შორის. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის იმუნიტეტი არც ერთ ადგილმდებარეობის სახელმწიფოში არ ვრცელდება თავად ორგანიზაციის შიგნით წარმოშობილ დავებზე.

    წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, მისი საკუთრება და აქტივები სარგებლობენ იმუნიტეტით სასამართლო და ადმინისტრაციული საქმიანობის ნებისმიერი ფორმის მიმართ, ეს არ გულისხმობს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისთვის აბსოლუტური იმუნიტეტის მინიჭებას. ის არ ვრცელდება შრომით დავებზე საერთაშორისო კომიტეტსა და მის ადგილობრივ თანამშრომლებს შორის.

    გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრივილეგიებისა და იმუნიტეტის შესახებ“ 1946 წლის 13 თებერვლის კონვენციის მე–14 მუხლის თანახმადორგანიზაციის წევრთა წარმომადგენლებისათვის პრივილეგიების და იმუნიტეტის მინიჭება ხდება არა ცალკეულ პირთა პირადი მიზნებისათვის, არამედ მათ მიერ თავიანთი იმ ფუნქციების დამოუკიდებლად განხორციელების უზრუნველსაყოფად, რომლებიც დაკავშირებულია გაერთიანებულ ერებში მუშაობასთან.“

    ქალაქ თბილისის დიდუბეჩუღურეთის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება, №8/177/2, 21 მაისი, 2002

  • ამა თუ იმ კანონის განსაზღვრულობის უზრუნველყოფაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს  სასამართლო ხელისუფლება, ვინაიდან სწორედ ამ უკანასკნელის ფუნქციაა ნორმათა განმარტება და შეფარდება ამა თუ იმ სამართლებრივი ურთიერთობებისთვის, ასევე კანონის გამოყენების სწორი და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბება, რამაც, საბოლოო ჯამში, კანონის ბუნდოვანების თავიდან აცილება უნდა უზრუნველყოს. აღნიშნულს, სასამართლო, როგორც წესი, კანონის ინტერპრეტაციის, ასევე კანონის ანალოგიის გამოყენებით აღწევს.  გამომდინარე იქიდან, რომ სამართლებრივ მოწესრიგებას საჭიროებს ურთიერთობათა ფართო სპექტრი, ბუნებრივია, კანონმდებლობაში შეიძლება არსებობდეს გარკვეული ხარვეზები, მათ შორის საკანონმდებლო ვაკუუმი, რომელთა აღმოფხვრა მიიღწევა სამართალშემფარდებლის მიერ კანონის ინტერპრეტაციის, კანონის ან/და სამართლის  ანალოგიის გამოყენების გზით. მხოლოდ ზემოთ ხსენებული მიდგომა უზრუნველყოფს სამართლებრივ მოწესრიგებას დაქვემდებარებულ ურთიერთობათა სრულ სპექტრთან მიმართებით მართლმსაჯულების განხორციელების გარანტიას.“

    საქართველოს მოქალაქე ნუგზარ კანდელაკი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. №2/1/598 , 21 ივლისი, 2017

    კანონის ანალოგია წარმოადგენს სამართლებრივი ნორმების ფაქტობრივი გარემოებებისადმი  მისადაგების, სასამართლოს მიერ გამოყენებად, მნიშვნელოვან მეთოდს, რომელიც სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, არსებული სამართლებრივი მოწესრიგება გაავრცელოს მსგავს ფაქტობრივ გარემოებაზე და გადაწყვიტოს მის წინაშე არსებული დავა. ამასთან, რაც უფრო ხანგრძლივი და თანმიმდევრულია სასამართლოს მიერ ამა თუ იმ კანონის ანალოგიით გამოყენების პრაქტიკა, მით უფრო მაღალია კანონის განჭვრეტადობის ხარისხი. ~

    პასუხისმგებლობის დაკისრების კონტექსტში, კონსტიტუციის მოთხოვნაა, არსებობდეს კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული საკანონმდებლო ნორმა, რომლის საფუძველზეც, შესაძლოა მოხდეს პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება

    საქართველოს მოქალაქე ნუგზარ კანდელაკი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. №2/1/598 , 21 ივლისი, 2017

  • სამოქალაქო და სავაჭრო სამართლის კანონმდებლობა შეიძლება მოიცავდეს სამოქალაქო ურთიერთობების მომწესრიგებელი კანონმდებლობის ფართო სპექტრს. ზოგადი პრინციპიდან გამომდინარე, სამოქალაქო სამართალი არეგულირებს ჰორიზონტალურ ურთიერთობებს. ანუ ისეთ ურთიერთობებს, რომლებშიც პირები მონაწილეობენ როგორც თანასწორი, საკუთარ ნებას დაყრდნობილი მოქმედი სუბიექტები. სამოქალაქო ურთიერთობებში კერძო პირებთან ერთად მონაწილეობენ და სამოქალაქო სამართლის რეგულირების ქვეშ ექცევიან სახელმწიფო და სხვა საჯარო სამართლებრივი სუბიექტებიც. სამოქალაქო ურთიერთობაში სახელმწიფოს მონაწილეობა ამ ურთიერთობას ავტომატურად საჯარო სამართლად არ აქცევს, თუ საზოგადოებრივი ინტერესებით არ არის განპირობებული ამ ურთიერთობის ცალკეული კომპონენტების სპეციალური, საჯარო სამართლით მოწესრიგება, რა დროსაც სახელმწიფო წარმოდგება არა როგორც კერძო სამართლის სუბიექტი, არამედსაჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი ლეგიტიმური ორგანო.

    კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო არ წარმოადგენს საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელ სუბიექტს და განიხილება  ამ ურთიერთობის მონაწილე სხვა სუბიექტების თანასწორად.“

    ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებააჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე, №3/4/641, 29 სექტემბერი, 2016

  • კონსტიტუციური წარდგინების ინსტიტუტი ქვეყნის სამართლებრივ სისტემაში კონსტიტუციის უზენაესობის უმნიშვნელოვანესი გარანტიაა, რომელიც საშუალებას აძლევს საერთო სასამართლოებს, თავიდან აიცილონ სავარაუდოდ არაკონსტიტუციური ნორმატიული აქტის გამოყენება. ამასთან, კონსტიტუციური წარდგინებით მიმართვის შესაძლებლობა კონსტიტუციურ ღირებულებებს პრაქტიკულ და რეალურ ძალას სძენს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში და საერთო სასამართლოების საქმიანობაში კონსტიტუციის მოთხოვნების გათვალისწინებას და დაცვას უზრუნველყოფს.

    კონსტიტუციური წარდგინების ინსტიტუტის არსი ნათლად აჩვენებს, რომ ის არ ემსახურება წარდგინების ავტორის ინტერესების დაცვას, არამედ ორიენტირებულია კონსტიტუციის მოთხოვნებისა და დანაწესების დაცვის ობიექტურ ინტერესზე სამართლებრივ სახელმწიფოში. საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ წარდგინებით მიმართვის მიზანი არის სამართალწარმოების მონაწილე პირების და ინსტიტუტების კონსტიტუციური გარანტიების დაცვა.  კონსტიტუციური წარდგინების არსი ორ სასამართლო სისტემას შორის თანამშრომლობაა კონსტიტუციური ღირებულებების დასაცავად, სადაც საერთო სასამართლოები კონკრეტული სამართალწარმოების მაგალითზე ახდენენ პრობლემის იდენტიფიცირებას და საკონსტიტუციო სამართალწარმოების ინიცირებას, საკონსტიტუციო სასამართლო კი უზრუნველყოფს სადავო ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის შეფასებას და კონსტიტუციასთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში არაკონსტიტუციური ნორმის გაუქმებას.   არასწორად მითითებული კონსტიტუციური ნორმის გამო წარდგინების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმა, არა მხოლოდ შეაფერხებს საერთო სასამართლოს მიერ საკითხის გადაწყვეტას, არამედ შესაძლოა წარდგინების ინსტიტუტი არსებითად არაეფექტური გახადოს. ეს გაუმართლებლად გაზრდიდა კონსტიტუციის დარღვევის რისკს არა მხოლოდ იმ კონკრეტულ საქმეში, რომლის ფარგლებშიც მიმართა საერთო სასამართლომ წარდგინებით საკონსტიტუციო სასამართლოს, არამედ ყველა სამართალწარმოებაში, სადაც იმავე სამართლებრივი პრობლემის გადასაწყვეტად იმავე ნორმის გამოყენების საჭიროება წარმოიქმნებოდა და კონსტიტუციური პრობლემის მოგვარებას გადაავადებდა განუსაზღვრელი ვადით.“

    საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306- მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297- მუხლისქვეპუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე,  №3/1/608,609, 29 სექტემბერი, 2015

  • „სადავო ნორმით გათვალისწინებული სასამართლოსადმი უპატივცემულობის ცნება კანონმდებლობით არ არის ცალსახად განსაზღვრული. შესაბამისად, ცალკეულ შემთხვევებში, უპატივცემულობად შესაძლებელია აღქმული იქნეს პირის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე უნებლიე ქცევა, დაცვის ტაქტიკა და სხვა. რიგ შემთხვევებში, საკმაოდ რთულია იმის განსაზღვრა, სად მთავრდება წარმომადგენლის დაცვის სტილი და ტაქტიკა,  და  სად იწყება სასამართლოსადმი უპატივცემულობა. მაგალითად, ისეთი ხატოვანი ან/და ემოციური ხასიათის გამონათქვამები და ჟესტიკულაცია, რაც მიზნად ისახავს პროცესის მონაწილეთა ყურადღების მიპყრობას წარმოდგენილ არგუმენტებსა და მხარის პოზიციაზე.“

    საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/558,  27 თებერვალი, 2014

    „როდესაც სასამართლო, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, დგას ფაქტების დადგენის საჭიროების წინაშე, არსებობს მომეტებული ინტერესი, ჩატარდეს საქმის ზეპირი განხილვა, სადაც მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა, წარადგინონ მტკიცებულებები, ახალი ფაქტობრივი გარემოებები, გამოთქვან მოსაზრებები, გამოხატონ პოზიციები როგორც საკუთარი, ისე მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, საქმესთან დაკავშირებულ გარემოებებზე  შეჯიბრებითი პროცესის ფარგლებში და, საბოლოო ჯამში, დაარწმუნონ სასამართლო საკუთარი არგუმენტების სისწორეში, შედეგად, გავლენა მოახდინონ საკითხის გადაწყვეტაზე, ხელი შეუწყონ სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას, რაც ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც კონკრეტული პირების უფლებების დაცვისთვის ან დარღვევის თავიდან აცილებისთვის, ისე ობიექტური და სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელებისთვის.“

    საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/574,  23 მაისი, 2014

    „როგორც წესი, ზეპირი მოსმენით საქმის განხილვის აუცილებლობა არსებობს პირველი  ინსტანციის სასამართლოში, რადგან ძირითადად სწორედ ამ ეტაპზე ხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა იმას, თუ რომელი ინსტანციის სასამართლო იხილავს საქმეს, არამედ  რა საკითხებს წყვეტს კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო. თუ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განიხილოს არა მხოლოდ სამართლებრივი საკითხები, არამედ ფაქტობრივი გარემოებებიც ან, თუ ზედა ინსტანციის სასამართლო საქმეს იხილავს როგორც პირველი ინსტანციის სასამართლო, მაშინ ძალაში რჩება ზეპირი მოსმენით საქმის განხილვის აუცილებლობა. ისევე როგორც, თუ პირველი ინსტანციის სასამართლო წყვეტს მხოლოდ სამართლებრივი კვალიფიკაციის საკითხებს – ამა თუ იმ ადმინისტრაციული ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ კანონის გამოყენების სისწორეს, როცა არ არის საჭიროება ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისა და, შესაბამისად, მხარე მაღალი ალბათობით ვერ მოახდენს გავლენას საქმის განხილვა/გადაწყვეტაზე, არ არსებობს უპირობო აუცილებლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისა.“

    საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/574,  23 მაისი, 2014

    „ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზეპირი მოსმენით საქმის განხილვის  აუცილებლობა არსებობს, როდესაც პირის მონაწილეობას პროცესში შეუძლია გავლენის მოხდენა საკითხის გადაწყვეტაზე. კერძოდ, როდესაც ხდება ფაქტობრივი გარემოებების შეფასება (ან თავიდან შეფასება), ამასთან, როდესაც პირს შეუძლია ახალი ფაქტების, გარემოებების წარდგენა, რომელთა შეფასება ჯერ არ მომხდარა და, როდესაც მისი უშუალო მონაწილეობა პროცესში ამა თუ იმ გარემოებიდან გამომდინარე (რომელიც ინდივიდუალურად შეფასებადია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში), პოტენციურად ზრდის  გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენის ალბათობას.“

    საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/574,  23 მაისი, 2014

    “დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლება სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისთვისაც  არ წარმოადგენს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას. ამასთან, სასჯელისგან გათავისუფლება არ ნიშნავს, რომ პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემადგენელი ყველა იძულებითი ღონისძიებისგან ან მსჯავრდებულის სტატუსთან დაკავშირებული სამომავლო ნეგატიური სამართლებრივი შედეგებისგან.   სადავო ნორმა საშუალებას იძლევა, პირს დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თანმდევი ცალკეული იძულებითი ღონისძიებები ან სამართლებრივი შედეგები, რაც მის მდგომარეობას აუარესებს და რაც მას არ დაეკისრებოდა, მისი გასამართლება ახალი, პასუხისმგებლობის გამაუქმებელი კანონის საფუძველზე რომ მომხდარიყო.”

    საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის და 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე,  № 3/1/633, 634 , 13 აპრილი, 2016

    “პირის ბრალეულად ცნობა სასამართლოს მიერ ნიშნავს მის გაკიცხვას იმისთვის, რომ დაარღვია კანონი და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის არჩევანი გააკეთა. პირის ბრალეულობა ამგვარი გაგებით,  წარმოადგენს საფუძველს პირის დამნაშავედ ცნობისთვის და სასჯელის დაკისრებისთვის. პირის გასამართლების არსი მდგომარეობს არა მხოლოდ სასჯელის დაკისრებაში, არამედ, უპირველეს ყოვლისა, სასამართლოს მეშვეობით პირის გაკიცხვაში მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისთვის. დასკვნა პირის დამნაშავეობის შესახებ და მით უფრო სასჯელის დანიშვნა, რომელშიც ვლინდება, რას იმსახურებს სამართალდამრღვევი პირი სასამართლოს შეფასებით, გარდაუვლად შეიცავს გაკიცხვის ელემენტს. სისხლისსამართლებრივი წარმოების კონტექსტში პირის დამნაშავედ ცნობა და ნაგულისხმევი გაკიცხვა, თავის მხრივ, ახდენს გავლენას შესაბამისი პირის რეპუტაციაზე და ამ პირის აღქმაზე საზოგადოების სხვა წევრების მიერ.”

    საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის და 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე,  № 3/1/633, 634 , 13 აპრილი, 2016 

    „მართლმსაჯულების შედეგი  სამართლიანობის მიღწევა, აღდგენა, უზრუნველყოფა უნდა იყოს.“

    საქართველოს მოქალაქე ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/8/594, 30 სექტემბერი, 2016

    „საქართველოს კანონმდებლობა იმგვარად არის მოწყობილი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოადგენს მართლმსაჯულების განმახორციელებელ საბოლოო ინსტანციას და სწორედ მას ეკუთვნის საბოლოო სიტყვა ამა თუ იმ საქმის გადაწყვეტასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილების საბოლოობა თავისთავშივე გამორიცხავს ამ გადაწყვეტილების სიმცდარის შესაძლებლობას, ვინაიდან იმისთვის, რომ დადგინდეს ამა თუ იმ გადაწყვეტილების სიმცდარე, აუცილებელია იმ ორგანოს არსებობა, რომელიც ხელახლა შეისწავლის საქმეს და დაადგენს ზემოაღნიშნულ გარემოებას. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, არ არსებობს ორგანო, რომელიც შეამოწმებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ „შეცდომის დაშვების რისკი“ თან სდევს საკანონმდებლო სისტემას და თავად ამ სისტემიდან მომდინარეობს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური ფუნქციის საწინააღმდეგო იქნებოდა იმის დაშვების შესაძლებლობა, რომ მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები კანონიერებისა და დასაბუთებულობის კუთხით გადასინჯვას დაქვემდებარებოდა.“

    საქართველოს მოქალაქე ნუგზარ კანდელაკი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/1/598, 21 ივლისი, 2017

    „საქართველოს კონსტიტუცია თავად არ ახდენს საერთო სასამართლოების სისტემის  შიგნით მართლმსაჯულების განმახორციელებელ სასამართლო ორგანოთა სპეციალიზაციის ან მათ შორის იერარქიის განსაზღვრას. აღნიშნული საკითხის მოწესრიგების უფლებამოსილებას საქართველოს კონსტიტუცია ანიჭებს საკანონმდებლო ხელისუფლებას.“

    საქართველოს მოქალაქე ნუგზარ კანდელაკი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/1/598, 21 ივლისი, 2017

    „საქართველოს უზენაესი სასამართლოს უმნიშვნელოვანესი ფუნქციიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის ნებაა, რომ მართლმსაჯულების განმახორციელებელი უმაღლესი სასამართლო ორგანო და მისი კონსტიტუციურსამართლებრივი ფუნქცია თავად კონსტიტუციითვე იყოს განსაზღვრული. სიტყვა „უზენაესი” კი თავისთავად მიუთითებს, რომ მართლმსაჯულების განმახორციელებელ საერთო სასამართლოთა შორის უმაღლეს და საბოლოო ინსტანციას საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოადგენს.“

    საქართველოს მოქალაქე ნუგზარ კანდელაკი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/1/598, 21 ივლისი, 2017

    „საქართველოს კონსტიტუციის მიზნებისთვის საქართველოს უზენაესი  სასამართლო წარმოადგენს მართლმსაჯულების განხორციელების საბოლოო, უზენაეს ინსტანციას, რომელიც საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებს ამოწმებს კანონიერების თვალსაზრისით. ამ მხრივ, საქართველოს უზენაესი სასამართლო ასრულებს უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ ფუნქციას, ხელს უწყობს კანონის განმარტების სწორი და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას, რომელიც სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. თავისთავად ცხადია, რომ კანონის განმარტების ერთგვაროვანი პრაქტიკის უზრუნველყოფა, პირველ რიგში, კანონის ბუნდოვანების და მისი არაერთგვაროვანი გამოყენების პრევენციისთვის არის გამიზნული, რაც, საბოლოო ჯამში, ადამიანის უფლებების ეფექტურად დაცვას ემსახურება.“

    საქართველოს მოქალაქე ნუგზარ კანდელაკი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/1/598, 21 ივლისი, 2017

    „საქართველოს კონსტიტუცია საქართველოს უზენაეს სასამართლოს განიხილავს როგორც  უმაღლესი ლეგიტიმაციისა და კვალიფიკაციის მქონე მართლმსაჯულების განმახორციელებელ ორგანოს და არა სასამართლოს, რომელიც სპეციალიზებულია მხოლოდ კასაციის განხორციელებაზე. თუმცა, როგორც ითქვა, საქართველოს კონსტიტუციით საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო სასამართლოდ განსაზღვრა უკავშირდება თავად კასაციის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას. ხსენებული მიდგომით კონსტიტუცია უზრუნველყოფს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მნიშვნელოვანი რესურსის მიმართვას და კონცენტრაციას საკასაციო საქმიანობის განხორციელებაზე.“

    საქართველოს მოქალაქე ნუგზარ კანდელაკი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/1/598, 21 ივლისი, 2017

  • ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით მართლმსაჯულების განხორციელების უმთავრესი  იდეა და მიზანი არის უშუალო დემოკრატიის ხელშესახებობის გაზრდა ზოგადად ხელისუფლებაში და ამ თვალსაზრისით დემოკრატიულობის კომპონენტის დანერგვაგაძლიერება სასამართლო ხელისუფლებაში. ხელისუფლებისადმი ხალხის სანდოობას კანონზომიერად ზრდის ხალხის უშუალო მონაწილეობა ხელისუფლების განხორციელების ყველა დონეზე და მის ყველა შტოში.“

    საქართველოს მოქალაქეები ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/4/557,571,576,  13 ნოემბერი, 2014

    ერთმანეთს ერთნაირი სიმძაფრით უპირისპირდება, ერთი მხრივ, ხალხის მეტი ჩართულობისა და, შედეგად, მეტი დამოუკიდებლობის კომპონენტის დანერგვა სასამართლო ხელისუფლებაში და, მეორე მხრივ, მართლმსაჯულების აღჭურვის აუცილებლობა მეტი კომპეტენტურობითა და კვალიფიციურობით. ცხადია, ორივე არგუმენტი ძალიან მნიშვნელოვანია ჯეროვანი მართლმსაჯულების განხორციელებისთვის. დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ხელისუფლება უპირობოდ არის შებოჭილი ვალდებულებით, უზრუნველყოს როგორც დამოუკიდებელი, ისე კვალიფიციური და კომპეტენტური სასამართლო, თუმცა ამ პროცესში ფართოა მისი მიხედულების ფარგლები, რა სამართლებრივი საშუალებების გამოყენებით, როგორი სისტემის ფარგლებში მიაღწევს ამ მიზანს.   

    საქართველოს კონსტიტუციის 82- მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად (საქართველოს 2004 წლის 6 თებერვლის კონსტიტუციური კანონი №3272-სსმI), “საერთო სასამართლოებში საქმეები ნაფიცი მსაჯულების მიერ განიხილება კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით”. მაშასადამე, კონსტიტუციით გათვალისწინებულ იქნა საქმეების განხილვის შესაძლებლობა ნაფიცი მსაჯულების მიერ. იმავდროულად, ამავე კონსტიტუციური ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ სახელმწიფო ხელისუფლება საკუთარი მიხედულების ფარგლებში განსაზღვრავს ამ ინსტიტუტის გამოყენებისა და გავრცელების  შემთხვევებსა და წესს. ცხადია, ეს არ გულისხმობს კანონმდებლის შეუზღუდავ შესაძლებლობებს, ის შებოჭილია კონსტიტუციური წესრიგით და, პირველ რიგში, ფუნდამენტური უფლებებით. ამიტომ კანონმდებელი არ თავისუფლდება კონსტიტუციური ვალდებულებისაგან, რომ ამ საკითხების მომწესრიგებელი კანონი არა მხოლოდ სრულად შეესაბამებოდეს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის კონსტიტუციურ მოთხოვნებს, არამედ, იმავდროულად, არ იწვევდეს არც ერთ სხვა უფლებაში არათანაზომიერ, გაუმართლებელ ჩარევას.“

    საქართველოს მოქალაქეები ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/4/557,571,576,  13 ნოემბერი, 2014

    ნაფიც მსაჯულთა სასამართლო არის რა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული  სასამართლო სისტემის ნაწილი, ის თავისთავად ექცევა საქართველოს კონსტიტუციის 42-  მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვის ქვეშ. ვინაიდან, ზოგადად, სასამართლო ხელისუფლების კომპეტენციის მიზანია ადამიანის უფლებების ადეკვატური და სრულყოფილი დაცვა, მართლმსაჯულების განმახორციელებელი მთელი კონსტიტუციური სისტემის ფუნქცია უნდა პასუხობდეს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სრულყოფილად სარგებლობის მოთხოვნებს. შესაბამისად, მართლმსაჯულების განმახორციელებელი ყველა ორგანოს კომპეტენცია, საქმიანობის განხორციელებისთვის მათ ხელთ არსებული ინსტრუმენტები, ასევე თითოეულ ამ ორგანოზე ადამიანის ხელმისაწვდომობის ფარგლები პოტენციურად შეფასებადია საქართველოს კონსტიტუციის 42- მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.“

    საქართველოს მოქალაქეები ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/4/557,571,576,  13 ნოემბერი, 2014

    სამართლიანი სასამართლოს უფლების ფარგლების სწორად გააზრებისათვის, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით საქმის განხილვაზე ხელმისაწვდომობის არარსებობა თავისთავად და ყოველთვის არ გულისხმობს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მართლმსაჯულების სისტემაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო არ ასრულებს უალტერნატივო ფუნქციას, რომელიც უპირობოდ აუცილებელია უფლებების სრულყოფილი დაცვისთვის. პრინციპულად არასწორი იქნება იმის მტკიცება, რომ ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობის გარეშე საქმის განხილვისას პირებს თავისთავად ერღვევათ სამართლიანი სასამართლოს უფლება, თუკი მათ იმავდროულად უზრუნველყოფილი აქვთ სამართლიანი სასამართლოს უფლების ყველა უფლებრივი კომპონენტით სარგებლობის შესაძლებლობა. უსაფუძვლოა იმის მტკიცებაც, რომ ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით საქმის განხილვა, ყველა შემთხვევაში გულისხმობს ნებისმიერი უფლების უკეთ დაცვის შესაძლებლობას, რის გამოც, ეს სამართლიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფის განუყოფელი კომპონენტია და მისი არარსებობისას სამართლიანი სასამართლოს უფლება ირღვევა.“

    საქართველოს მოქალაქეები ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/4/557,571,576,  13 ნოემბერი, 2014

    საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით საქმის სასამართლო განხილვა (იმ ფარგლებში, რომელზეც ის ვრცელდება) არის ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობის გარეშე საქმის სასამართლო განხილვის არსებითად თანაბარი ალტერნატივა. კერძოდ, კანონმდებლობით ნაფიცი მსაჯულებისთვის დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში, საერთო სასამართლოები ნაფიცი მსაჯულების მონაწილოებით და მათ გარეშე, ერთსა და იმავე საკითხებს იხილავენ და შედეგობრივად იგივე გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა აქვთ. ის გარემოება, რომ ბრალდებულს აქვს არჩევანის შესაძლებლობა, გადაწყვიტოს, მისი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ თუ სასამართლომ ჩვეულებრივი წესით, პირველ რიგში, სწორედ საგანგებოდ მიუთითებს იმაზე, რომ ეს არსებითად თანაბარი კომპეტენციისა და სამართლებრივი შესაძლებლობების ინსტრუმენტებია.“

    საქართველოს მოქალაქეები ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/4/557,571,576,  13 ნოემბერი, 2014

    ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო არის საერთო იურისდიქციის სასამართლოების კომპეტენციის ფარგლებში მართლმსაჯულების განხორციელების ალტერნატიული ფორმა, რომელიც, თავის მხრივ, უნდა პასუხობდეს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის ყველა აუცილებელ მოთხოვნას.“

    საქართველოს მოქალაქეები ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/4/557,571,576,  13 ნოემბერი, 2014

    უფლების ეფექტურად დაცვას და სამართლიან მართლმსაჯულებას თავისთავად ვერც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი უზრუნველყოფს და ვერც მოსამართლის მიერ საქმის განხილვა, თუ თითოეული მათგანი არ იქნება აღჭურვილი უფლების დაცვისთვის აუცილებელი, ეფექტური და საკმარისი გარანტიებითსაქმის განმხილველი სასამართლოს ინსტიტუციური და პერსონალური დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის გარანტიებიდან დაწყებული სამართალწარმოების ყველა საჭირო პროცედურის ჩათვლით. ამიტომ ნებისმიერი სისტემა, მათ შორის, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უნდა პასუხობდეს ყველა იმ მოთხოვნას და გამოწვევას, რასაც მართლმსაჯულება უნდა ემსახურებოდეს.“

    საქართველოს მოქალაქეები ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/4/557,571,576,  13 ნოემბერი, 2014

    როდესაც კანონმდებლობა პირებს სთავაზობს ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით საქმის განხილვას, როგორც ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობის გარეშე მართლმსაჯულების განხორციელების  ალტერნატივას, ის  აღჭურავს პირებს უფლებით, თავად გადაწყვიტონ, რომელი გზა იქნება მათთვის უფრო ეფექტური საქმის სწორი, ობიექტური გადაწყვეტისა და სამართლიანი მართლმსაჯულების რეალიზაციისთვის. ასეთი არჩევანის შესაძლებლობა მათ შორის ამაღლებს, განაპირობებს საქმის განმხილველი სასამართლოსადმი მხარეთა ნდობასაც, რადგან პირი თავად იღებს რა გადაწყვეტილებას, ვინ განიხილოს მისი საქმე, ცხადია, არჩევანს აკეთებს მასზე, ვისაც მეტად ენდობა, მისი აზრით, მეტი პროფესიონალიზმის, დამოუკიდებლობისა თუ სხვა ფაქტორების გამო.“

    საქართველოს მოქალაქეები ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/4/557,571,576,  13 ნოემბერი, 2014

    საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთ საქმეზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამართლიანი მართლმსაჯულება მოითხოვს არა მხოლოდ ყველა საჭირო, საკმარისი და ადეკვატური პროცედურითა თუ გარანტიით სასამართლოს აღჭურვას, არამედ, იმავდროულად, გულისხმობს მის ასეთად აღქმადობას საზოგადოების და დავის მონაწილეთა მხრიდან. სასამართლოს სამართლიანობის აღქმადობას, ცხადია, პირველ რიგში, განაპირობებს და უზრუნველყოფს სასამართლოს (მოსამართლეთა) ინსტიტუციური და პერსონალური დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის, ამასთან, გადაწყვეტილებათა დასაბუთებულობის დამაჯერებელი ხარისხი. ამ თვალსაზრისით, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს სასამართლო ინსტიტუტისადმი მხარეთა და, ზოგადად, საზოგადოების ნდობას, რომელიც ზემოაღნიშნულის გარდა სხვა ფაქტორებზე დამოკიდებულებითაც იქმნება. ერთერთ ასეთ ფაქტორს უდავოდ წარმოადგენს პირის შესაძლებლობა, თავად აირჩიოს ინსტიტუტი, რომლის მიერ საქმის სწორად გადაწყვეტა მისთვის პროგნოზირებადი და უფრო დამაჯერებელია, შედეგად კი გავლენა მოახდინოს საკუთარი საქმის გადაწყვეტის ბედზე.“

    საქართველოს მოქალაქეები ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/4/557,571,576, 13 ნოემბერი, 2014

    მიუხედავად იმისა, რომ უფლებების სრულყოფილი დაცვისთვის ნაფიც მსაჯულთა სასამართლო არ წარმოადგენს უალტერნატივო, უპირობოდ აუცილებელ მექანიზმს, როგორც უკვე აღინიშნა,  ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით საქმის განხილვის უფლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისას კანონმდებელი შებოჭილია კონსტიტუციური წესრიგით და ფუნდამენტური უფლებებით, მათ შორის, კანონის წინაშე თანასწორობის უფლების დაცვის ვალდებულებით. ვინაიდან კანონმდებლობა პირთა ერთ კატეგორიას აძლევს არჩევანის შესაძლებლობას, თავად გადაწყვიტონ, ვის უფრო ენდობიან და, შედეგად, საკუთარი გადაწყვეტილებით შეძლონ გავლენა მოახდინონ იმაზე, რომ მათ საქმეზე შედგეს სამართლიანი მართლმსაჯულება, ასეთ შესაძლებლობაზე დაუსაბუთებლად, ყოველგვარი საჭიროების, აუცილებლობისა და გამართლების გარეშე უარის თქმა არსებითად იგივე კატეგორიას მიკუთვნებული სხვა პირებისთვის, შეუძლებელია არ იწვევდეს მათი უფლების დარღვევას.“

    საქართველოს მოქალაქეები ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/4/557,571,576,  13 ნოემბერი, 2014

  • სასამართლოს მიაჩნია, რომ ხარვეზის არსებობა კანონმდებლობაში ყოველთვის არ წარმოადგენს ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველს, ასევე აღნიშნა რომ ნორმის არასწორ გამოყენებაზე საკონსტიტუციო სასამართლო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან იგი იხილავს დავებს ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის თაობაზე და სადავო ნორმით მანიპულირების და მისი ორაზროვანი გამოყენების თავიდან აცილებს მიზნით, საქართველოს პარლამენტმა უნდა მოახდინოს მისი დაკონკრეტება და საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრა.“

    საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტიის თავმჯდომარე თემურ ჟორჟოლიანი და იგორ გიორგაძის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/3/250-269, 9 ივლისი, 2014

    საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო აქტის კონსტიტუციურობის შეფასება ემყარება მხოლოდ მასში ჩადებულ ნებას და არა მისი მოქმედების სავარაუდო გაგრძელების შესაძლებლობას.“

    საქართველოს მოქალაქეები შალვა ნათელაშვილი და აკაკი მიქაძე საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) წინააღმდეგ, №1/1/374,397, 9 თებერვალი, 2007

    რიგ შემთხვევებში, ნორმის განმარტება პრაქტიკული სინამდვილის კონკრეტულ გარემოებებზე დაყრდნობით, არ ქმნის სათანადო საფუძველს იმისათვის, რომ დადგინდეს სადავო ნორმათა შინაარსი, ამოიწუროს მათი განმარტების ყველა გონივრული და კეთილსინდისიერი შესაძლებლობა. ამგვარად, საერთო სასამართლოს მითითებული პრაქტიკა ვერ გამოდგება ნორმის კონსტიტუციურობის სამტკიცებელად.“

    საქართველოს მოქალაქეები გიგა ბარათაშვილი და კარინე შახპარონიანი საქართველოს თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ, №1/4/614,616, 30 სექტემბერი, 2016

    ნორმა არაკონსტიტუციური შეიძლება იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კეთილსინდისიერი განმარტების პირობებში მისი რომელიმე ინტერპრეტაცია (ნორმატიული შინაარსი) უფლების დარღვევას იწვევს.“

    შპს იუსიჯი გრინ ფაუერისაქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/3/680, 21 ივლისი, 2017

  • სამართლის ნებისმიერი ფორმა ექვემდებარება განმარტებას. იმის გამო რომ სამართლის  ნორმა შეიძლება იძლეოდეს სხვადასხვა განმარტების შესაძლებლობას და ხელს უწყობდეს განსხვავებული პრეცედენტების არსებობას, არ ნიშნავს იმას, რომ ეს ნორმა არაკონსტიტუციურია. სწორედ განსხვავებული განმარტება ხდება საფუძველი, საბოლოოდ ნორმის სწორი განმარტების მისაგნებად. პოზიტიური სამართლის პირობებშიც არსებობს საკმარისი მექანიზმები იმის დასადგენად, თუ რომელი პრეცედენტი ჩაითვალოს ნორმის სწორ განმარტებად და რომელი არა.

    სამართალშემფარდებელი ვალდებულია, კონსტიტუციის შესაბამისად განმარტოს ნორმა, თუკი ეს შესაძლებელის მოცემული ნორმის ფარგლებში,  ნორმის ფარგლები კი, არ არის იმ მუხლის იდენტური, რომელშიც გადმოცემულია მისი დისპოზიცია. ნებისმიერი ნორმა მთლიანი ნორმატიული აქტის ორგანული ნაწილია და ამ ფონზე უნდა მოხდეს მისი წაკითხვა.

    ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ  საქმეებზე.. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, პუნქტი 34 და.. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, პუნქტი 36, აღნიშნა რომ  სისხლის სამართლის ნორმის სასამართლო განმარტების აუცილებლობა გამოწვეულია იმით რომყოველთვის იარსებებს გაუგებარი მომენტებისა და შეცვლილ გარემოებებთან ადაპტაციის აუცილებლობა.“

    საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქე ელგუჯა საბაური და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე  ზვიად მანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, № 1/1/428,447,459,  1 მაისი, 2009

    სამართალშემფარდებელი ვალდებულია, გამოიყენოს განმარტების ის მეთოდი რომელიც ყველაზე ნათლად და ობიექტურად სხნის როგორც ნორმის არსს, ისე მისი მოქმედების ფარგლებს. სამართალშემფარდებელმა უნდა შეძლოს იმ ნების სწორი შემეცნება, რომელიც ქმნის კანონის სულს. უნდა გაირკვეს, როგორც კანონში ჩადებული ნება კანონმდებლისა, ისე თავად კანონის ნება, რომელიც მისი გამოყენების პროცესში ყალიბდება და ვლინდება. კანონი არაა კანონმდებლის ნებით დეტერმინირებული, ერთხელ და სამუდამოდ მოცემული უცვლელი ფასეულობა. კანონს უნდა შევხედოთ როგორც ცოცხალ ორგანიზმს, რომლის ნებაც სხვადასხვა ცხოვრებისეული შემთხვევების მოწესრიგების პროცესში ვლინდება და იხვეწება. ამიტომაც სადავო ნორმების შეფასებისას უნდა გაირკვეს არა მარტო ის აზრი, რომელიც კანონმდებელს ჰქონდა, არამედ ის აზრიც, რისი პრეტენზიაც შეიძლება ჰქონდეს თავად სადავო ნორმას.“

    საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქე ელგუჯა საბაური და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე  ზვიად მანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, № 1/1/428,447,459,  1 მაისი, 2009

    კანონში ჩადებული ნება ამ კანონის თვისებას უნდა შეადგენდეს და მისი განმარტების გზით წარმოჩენილი აზრი ამ კანონის შინაარსიდან უნდა გამომდინარეობდეს. განმარტების გზით არ შეიძლება კანონს მიეწეროს ის აზრი, რომელიც მან მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ შეიძლება შეიძინოს. სამართალშემფარდებელი არ შეიძლება გასცდეს იმ სადემარკაციო ხაზს, რომლის გადალახვის შემთხვევაში, იგი ინტერპრეტატორიდან კანონმდებლად იქცევა. იმავდროულად, სამართალშემოქმედი არ უნდა აღმოჩნდეს კანონის ვიწროდ განმარტების ტყვეობაში, რაც სერიოზულად დააბრკოლებს კანონის ნამდვილი შინაარსის გამორკვევას და საფრთხეს შეუქმნის კანონის სიცოცხლისუნარიანობას. კერძოდ კანონი გაუცხოვდება იმ სინამდვილისაგან, რომლის მოსაწესრიგებლადაც შეიქმნა იგი კანონით მოწესრიგებული ურთიერთობის მრავალფეროვნება და მათი მუდმივი დინამიკურობა ავალდებულებს კანონგამომგონებელს კანონიდან გამომდინარე ნების ფარგლებში ეგზისტენციალური შეფასება მოსცეს მოვლენებს და მოახდინოს სამართლისა და ფაქტის ერთმანეთზე მორგება და მათი მშვიდობიანი თანაარსებობა.  სამართალშემფარდებელი ვალდებულია, ყველა შემთხვევაში, დაიცვას ნორმის მოქმედების ფარგლები და არ გასცდეს კონსტიტუციის შესატყვის განმარტებას. კონსტიტუციის შესატყვისი განმარტების საკითხი მაშინ დგება, როცა კანონი აშკარად სხვადასხვა განმარტების შესაძლებლობებს შეიცავს და, სულ მცირე, ერთერთი იქიდან კონსტიტუციური მნიშვნელობის საწინააღმდეგოდ განიმარტება.“

    საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქე ელგუჯა საბაური და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე  ზვიად მანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, № 1/1/428,447,459,  1 მაისი, 2009

    კონსტიტუციას უნდა შეესაბამებოდეს არა მარტო თავად ნორმატიული აქტები, არამედ მათი განმარტებანიც. როდესაც ნორმატიული აქტიდან მხოლოდ კონსტიტუციის საწინააღმდეგო განმარტება იკითხება, ასეთ შემთხვევაში შეფასების საგანი ხდება თავად ნორმატიული აქტი და იგი უნდა ჩაითვალოს არაკონსტიტუციურად. ხოლო იმ შემთხვევაში, როცა ნორმატიული აქტიდან იმავდროულად კონსტიტუციის შესატყვისი განმარტებაც იკითხება, ამ დროს შეფასების საგანი ხდება ნორმის განმარტების შემთხვევები. მისი ორგვარი განმარტების შესაძლებლობა ნორმას საეჭვოობის თვისებას სძენს. საეჭვოობისას კი მოქმედებს ნორმის კონსტიტუციურობის პრეზუმცია და შესაბამისად, იგი უნდა განიმარტოს კონსტიტუციის შესატყვისად.“

    საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქე ელგუჯა საბაური და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე  ზვიად მანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, № 1/1/428,447,459,  1 მაისი, 2009

    სადავო ნორმის განმარტებისას გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სამართალში არსებული განმარტების მეთოდებით განიმარტება ყველა ნორმატიული აქტი, მათ შორის კონსტიტუცია , როცა დასაშვებია კონსტიტუციური ნორმა, რომელიც უკუძალის აკრძალვის გარანტიას ეხება, განიმარტოს ფართოდ, ანალოგიურად უნდა განიმარტოს სამართლის დარგობრივი ნორმები, როცა კონსტიტუციით შესაძლებელია პასუხისმგებლობის  გაუქმებადადგენა განიმარტოს ქმედების არსებობის, როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური მდგომარეობა, რატომ არ შეიძლება სისხლის სამართლის სადავო ნორმაში მოცემული გამოთქმაქმედების დანაშაულებრიობისგაუქმებადაწესება , გავიგოთ ქმედების ყოფიერების მსგავსი გამოვლინება.“

    საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქე ელგუჯა საბაური და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე  ზვიად მანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, № 1/1/428,447,459,  1 მაისი, 2009

    კანონი შეიძლება ჩაითვალოს განუსაზღვრელად, როცა განმარტების ყველა მეთოდი მოსინჯულია, მაგრამ მაინც გაურკვეველია მისი ნამდვილი შინაარსი, ანდა არსი გასაგები, მაგრამ გაუგებარია მისი  მოქმედების ფარგლები. ნორმატიული აქტების შეფასებისას სასამართლო ვალდებულია, გაითვალისწინოს მათი ნამდვილი შინაარსი და არა მარტო ამ აქტების სიტყვასიტყვითი მნიშვნელობა. კანონთა ნამდვილ შინაარსს კი ქმნის მათი არამარტო პირდაპირი მნიშვნელობა, არამედ არაპირდაპირიც, მთავარია, რომ უკანასკნელი მნიშვნელობით გამოყენების შესაძლებლობას იძლეოდეს ნორმატიული აქტი. როცა სისხლის სამართალს ეხება საქმე, მართალია, იქ მოქმედებს კანონით განსაზღვრულობის განსაკუთრებით მაღალი სტანდარტები, მაგრამ ეს არ იწვევს სისხლის სამართლებრივი ნორმების ფართო განმარტებისაგან გაუცხოებას, როცა  საქმე ეხება დამნაშავის სასარგებლოდ ინტერპრეტაციის საკითხს.“

    საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქე ელგუჯა საბაური და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე  ზვიად მანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, № 1/1/428,447,459,  1 მაისი, 2009

    ნორმის ფართო განმარტება, როცა ამის საშუალებას იძლევა ნორმასა და ფაქტს შორის არსებული ურთიერთობა , აღარ იწვევს სამართლებრივი ცნებებისა და კატეგორიების ერთმანეთში აღრევას. როცა კანონის მიზნებიდან გამომდინარე,   ნორმატიულად შეიძლება ამა თუ იმ ცნებას მიეცეს ფართო მნიშვნელობა.“

    საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქე ელგუჯა საბაური და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე  ზვიად მანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, № 1/1/428,447,459,  1 მაისი, 2009

  • „ტერმინი „ორგანული კანონი“ პირველად  ჩნდება საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციაში და შესაბამისად, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 29 ოქტომბრის კანონში, რომლის მე–19 მუხლით გათვალისწინებული ნორმატიული აქტებისათვის იურიდიული ძალის მიხედვით დადგენილი იერარქიის თანახმად, მას საქართველოს კანონზე მეტი იურიდიული ძალა აქვს, რასაც ასევე მოწმობს მისი მიღების კონსტიტუციით გათვალისწინებული მაღალი კვორუმი და კონსტიტუციაში საგანგებო მითითება ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ორგანული კანონით უნდა მოწესრიგდეს.“

    თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის კონსტიტუციური წარდგინება, №11/203/2, 3 დეკემბერი, 2002

    „საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული არ არის ორგანული კანონის ცნება. თუმცა, კონსტიტუცია ადგენს, რომ ორგანული კანონის პროექტი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. ამავდროულად, საქართველოს კონსტიტუცია სახელდებით ჩამოთვლის იმ საკითხებს, რომელთან დაკავშირებითაც, პარლამენტი ვალდებულია, მიიღოს ორგანული კანონი. აღნიშნულ საკითხებს განეკუთვნება: ქალაქ ლაზიკის სტატუსი და უფლებამოსილებანი; პარლამენტის პალატების შემადგენლობა; სახელმწიფო სიმბოლოები; მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხები; საკუთრების ჩამორთმევის წესები; საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანებების შექმნისა და საქმიანობის წესები; შრომითი უფლებები; სახალხო დამცველის უფლებამოსილებები; საარჩევნო საკითხები; რეფერენდუმის დანიშვნისა და ჩატარების საკითხი; საკონსტიტუციო სასამართლოს შექმნისა და საქმიანობის წესი; საერთო სასამართლოების და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესი; ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი პრინციპები და მაკროეკონომიკური პარამეტრების განსაზღვრა; საგადასახადო საკითხები; ეროვნული ბანკის შექმნისა და საქმიანობის წესი; ეროვნული უშიშროების საბჭოს საქმიანობის წესი; ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის შექმნისა და საქმიანობის საკითხები. „ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, საქართველოს ორგანული კანონი მიიღება მხოლოდ იმ საკითხებზე, რომელთა მოწესრიგებაც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს ორგანული კანონითაა გათვალისწინებული.“

    საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი), საქართველოს მოქალაქეებიერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეებინინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/5/768,769,790,792 ,  29 დეკემბერი, 2016

    ორგანული კანონის კონსტიტუციური დატვირთვა სწორედ მის მაღალ კონსტიტუციურ  მნიშვნელობაზე მიუთითებს. მისი ასეთი დანიშნულებით არის განპირობებული პარლამენტის მიერ ორგანული კანონის პროექტის მისაღებად უფრო მაღალი უმრავლესობის მოთხოვნაც. ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ ორგანული კანონით წესრიგდება ისეთი საკითხებიც, რომლებიც არ შეეხება სისტემურ კონსტიტუციურ საკითხებს, თუმცა ურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარე, კონსტიტუციის ნებაა, რომ ასეთ საკითხებზე ორგანული კანონი იქნეს მიღებული.

    მაგალითად, ორგანული კანონით წესრიგდება შრომითი უფლებების დაცვის საკითხი. საკონსტიტუციო სასამართლო არ უარყოფს შრომითი უფლებების დაცვის აუცილებლობას და ამ საკითხის კონსტიტუციურსამართლებრივ მნიშვნელობას. ამავე დროს, შრომითი უფლებების მოწესრიგება ნამდვილად არ წარმოადგენს სისტემურ კონსტიტუციურსამართლებრივ საკითხს. აქედან გამომდინარე, ასეთ შემთხვევებში ობიექტურად სწორი გადაწყვეტილების მიღების ინტერესს ვერ გადაწონის ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების მაღალი ლეგიტიმაციის აუცილებლობა, ამდენად, რიგ ორგანულ კანონებთან და ორგანული კანონების ცალკეულ ნორმებთან მიმართებით გაუმართლებელია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღები ზოგადი კონსტიტუციური სტანდარტიდან გადახვევა და საქმის გადაწყვეტაში მონაწილე წევრთა უმრავლესობაზე მაღალი მოთხოვნის დაწესება.

    სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას იმის თაობაზე, რომ პარლამენტის მიერ ორგანული კანონის მისაღებად საჭირო კვორუმის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ იმავე კანონის ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობისას გადაწყვეტილების მიმღებ მოსამართლეთა რაოდენობასა და მიღებული გადაწყვეტილების ლეგიტიმაციას შორის იდენტური კორელაცია უნდა არსებობდეს.“

    საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი), საქართველოს მოქალაქეებიერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეებინინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/5/768,769,790,792 ,  29 დეკემბერი, 2016

    ორგანული კანონის მისაღებად ჩვეულებრივზე უფრო მაღალი კვორუმის არსებობა  უკავშირდება გადაწყვეტილების მიღების პოლიტიკურ პროცესს. აღნიშნულის მიზანია, კონსტიტუციითვე განსაზღვრულ საკითხებზე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისას, არსებობდეს ხალხის მიერ არჩეულ წარმომადგენელთა შორის ფართო კონსენსუსი. საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული აქტის ლეგიტიმაცია განისაზღვრება არა სამართლებრივი დასაბუთებით, არამედ პარლამენტის წევრთა ხმების რაოდენობით. შესაბამისად, რაც უფრო მაღალი კვორუმია განსაზღვრული კონკრეტული საკანონმდებლო აქტის მისაღებად, მით უფრო მაღალია მისი ლეგიტიმაციის ხარისხიც.“

    საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი), საქართველოს მოქალაქეებიერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეებინინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/5/768,769,790,792 ,  29 დეკემბერი, 2016

    არსებითად განსხვავებული საკითხია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის შეფასება. სასამართლო ვალდებულია, დასაბუთებული გადაწყვეტილებით დაადგინოს, რამდენად შეესაბამება პარლამენტის მიერ მიღებული ორგანული კანონი კონსტიტუციას. როგორც აღინიშნა, საკონსტიტუციო სასამართლო არ წარმოადგენს პოლიტიკურ ორგანოს და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება ხდება კონსტიტუციის ობიექტური და მიუკერძოებელი განმარტების გზით. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების მაღალი უმრავლესობით მიღების წესი განპირობებულია არა სასამართლოს პოლიტიკური ლეგიტიმაციის საჭიროებით, არამედ შესაფასებელი საკითხის სისტემური კონსტიტუციურსამართლებრივი მნიშვნელობით.“

    საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი), საქართველოს მოქალაქეებიერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეებინინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/5/768,769,790,792,  29 დეკემბერი, 2016

    „ორგანული კანონი, თავისი არსით, განსაკუთრებული მნიშვნელობის სამართლებრივ აქტს წარმოადგენს. საქართველოს კონსტიტუცია ამომწურავად განსაზღვრავს საკითხთა ნუსხას, რომელიც აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს ორგანული კანონით. ხსენებულ საკითხთა განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი მიღებისათვის განსხვავებული, ჩვეულებრივ კანონთან შედარებით მაღალი ლეგიტიმაცია არის მოთხოვნილი.“

    საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/5/658,  16 ნოემბერი, 2017

  • „პირადი პასუხისმგებლობის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს, რომ პირის პასუხისმგებლობის საკითხი მხოლოდ მაშინ შეიძლება დადგეს, თუ მას ბრალი პირადად, ინდივიდუალურად მიუძღვის მისი მოქმედების ან უმოქმედობისათვის, ამ პრინციპს სისხლის სამართალში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრად პერსონალურია. პირადი პასუხისმგებლობის პრინციპი იცავს პირს იმისგან, რომ მან არ აგოს პასუხი იმ ქმედებისთვის, რომელიც მას არ ჩაუდენია. პირადი პასუხისმგებლობის პრინციპი მოიცავს არა მარტო ფორმალურ სამართლებრივ გარანტიებს, არამედ ვრცელდება მატერიალური სამართლის სხვადასხვა სფეროზე.“

    საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/3/416, 11 ივლისი, 2011

    „მართლმსაჯულების განხორციელება და სასჯელის სამართლიანობა, პირველ რიგში, მსჯავრდებულისთვის ჩადენილი ქმედების და მისი პიროვნების ადეკვატური სასჯელის დანიშვნას გულისხმობს. სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები. აღნიშნული პრაქტიკულად შეუძლებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში მხოლოდ აბსოლუტურად ან შედარებით განსაზღვრული სანქციების არსებობის პირობებში, როდესაც მოსამართლეს შესაძლებლობა აქვს  კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქციით განსაზღვრული სასჯელის რამდენიმე სახიდან აირჩიოს ერთი, ან შემოთავაზებული ერთი სახის სანქციის შემთხვევაში, შესაძლებლობა აქვს განსაზღვროს სასჯელის მხოლოდ ზომა, მაგრამ არა სახე.“

    საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/7/851, 11 ივლისი, 2017

    „საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სასჯელს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ე.წ. სპეციალური სუბიექტების მიერ ან სპეციალური საშუალებების გამოყენებით ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით, როდესაც საქმიანობის უფლების გარკვეული ვადით შეზღუდვა ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს პრევენციულ მიზნებს, ასევე, როდესაც ბრალდებულის პიროვნების და ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე, მსჯავრდებულის მიერ საქმიანობის გაგრძელება საფრთხეს უქმნის მესამე პირთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.“

    საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. №1/7/851,  11 ივლისი, 2017

    „სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე. თუ სასჯელი დანაშაულთან მიმართებით არაპროპორციულია და არ აკმაყოფილებს სამართლიანობის მოთხოვნებს, არ შეესაბამება ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნებს, მაშინ მისი აღსრულებით გამოწვეული ტანჯვა თავისთავად იქნება დამატებითი, გაუმართლებელი დასჯა.“

    საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/7/851, 11 ივლისი, 2017

    „სასჯელის დანიშვნა სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. მოსამართლემ უნდა შეარჩიოს ისეთი სახის სასჯელი, რომელიც ადეკვატური იქნება დამნაშავის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის დეფინიციის თანახმად, კანონმდებლის მოთხოვნაა სასჯელის დანიშვნის დროს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, აგრეთვე, დამნაშავის პიროვნების გათვალისწინების თაობაზე, წარმოადგენს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის რეალურად განხორციელებას.

    სასჯელის ინდივიდუალიზაციის გარეშე პირისთვის დანიშნული სასჯელი ვერ ჩაითვლება სამართლიანად.“

    საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/7/851, 11 ივლისი, 2017

    „სადავო ნორმა მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის ზოგად ნაწილში, რომელიც ადგენს დანაშაულისა და სასჯელის ინსტიტუტებისათვის დამახასიათებელ ძირითად საკითხებს. ამასთან, სისხლის სამართლის კოდექსის ზოგად და კერძო ნაწილებს შორის არსებობს ორგანული კავშირი. ფორმალური თვალსაზრისით, სადავო ნორმას აქვს იგივე დატვირთვა, რაც ექნებოდა სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილით გათვალისწინებული თითოეული დანაშაულისთვის ცალ-ცალკე სანქციის სახედ საქმიანობის უფლების ჩამორთმევას. შესაბამისად, გასაჩივრებული რეგულაციის სისხლის სამართლის კოდექსის ზოგად ნაწილში მოქცევა წარმოადგენს საკანონმდებლო ტექნიკის საკითხს. იგი მიუთითებს კანონმდებლის ნებაზე, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, სასამართლოს ჰქონდეს სისხლის სამართლის კოდექსის ნებისმიერი დანაშაულის ამსრულებლის მიმართ საჭიროების შემთხვევაში გარკვეული სახის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესაძლებლობა. შესაბამისად, სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, მათ შორის, იმ შემთხვევაში, როდესაც ხსენებული სასჯელი არ არის გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის ნორმით, წარმოადგენს მართლმსაჯულების და არა საკანონმდებლო ხელისუფლების განხორციელებას. მოსამართლე კანონმდებლის მიერ მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში ყოველი ინდივიდუალურ შემთხვევაში თავად განსაზღვრავს სასჯელის სამართლიანობას და ამ მიზნით წყვეტს არსებობს თუ არა საქმიანობის უფლების ჩამორთმევის დამატებით სასჯელად დანიშვნის აუცილებლობა.“

    საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/7/851,  11 ივლისი, 2017

  • „იმ საზოგადოებაში, რომელმაც კონსტიტუციის პრეამბულაშივე თავის უმთავრეს მიზნად გამოაცხადა ეკონომიკური თავისუფლების, დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს დამკვიდრება, სახელმწიფოს მიერ გატარებული სამართლებრივი პოლიტიკა და კანონმდებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უნდა თავსდებოდეს ამ პრინციპების ფარგლებში. ამ ფარგლების დარღვევა, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, განსაკუთრებით კი საკუთრების უფლების იგნორირება, გამორიცხავს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, მთლიანად საზოგადოებისა და მის ცალკეულ წევრთა ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფას და პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სტაბილურობას. დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს ეკონომიკური სიძლიერე სწორედ საკუთრების უფლების პატივისცემასა და დაცვას ეყრდნობა.“

    საქართველოს მოქალაქეები – ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/1-370,382,390,402,405, 18 მაისი, 2007

     

    „დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება ეფუძნება თითოეული მოქალაქის თავისუფალი თვითგამორკვევისა და ღირსების პატივისცემის იდეას. თანამედროვე სახელმწიფოში  ხალხის სახელით მოქმედი სახელმწიფო ორგანოების ლეგიტიმაცია უშუალოდ ხალხის ნებიდან უნდა მომდინარეობდეს.“

    საქართველოს მოქალაქეები – უჩა ნანუაშვილი და მიხეილ შარაშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/3/547, 28 მაისი, 2015

     

    „საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება გულისხმობს, რომ სახელმწიფო მმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესი მაღალი საზოგადოებრივი ჩართულობით უნდა ხასიათდებოდეს და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა საზოგადოებრივი ჯგუფის პოზიცია და ინტერესი. დაუშვებელია განსხვავებული პოლიტიკური თუ მსოფლმხედველობრივი შეხედულება გახდეს ამა თუ იმ პირისა თუ პირთა ჯგუფისათვის სახელმწიფო მმართველობაში მონაწილეობაზე უარის თქმის საფუძველი.“

    საქართველოს მოქალაქეები – სალომე  ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/2/588, 14 აპრილი, 2016

     

    „საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება და სახალხო სუვერენიტეტი მოითხოვს, რომ საქართველოს მოქალაქეები ჩართული იყვნენ სახელმწიფო მმართველობაში. სწორედ ხალხის მონაწილეობა განაპირობებს საჯარო მმართველობაზე უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების ლეგიტიმაციას. დემოკრატიის პრინციპის შესაბამისად, მოქმედი სახელმწიფო ეფუძნება კანონშემოქმედებისა და კანონის აღსრულების შეუქცევად პროცესს. დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ერთი მხრივ, გულისხმობს ხალხის, როგორც სახელმწიფო ხელისუფლების პირველადი წყაროს ნების განუხრელ გამოვლენას, ხოლო, მეორე მხრივ, ხალხის ნების მიუკერძოებლად აღსრულებას.“

    საქართველოს მოქალაქეები – სალომე  ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/2/588, 14 აპრილი, 2016

Back to Top

%d bloggers like this: