„განსაზღვრებითი ნაცვალსახელი „ყველა“ გულისხმობს ნებისმიერ ადამიანს გამონაკლისის გარეშე, იმის მიუხედავად, არის იგი საქართველოს თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი. „ყველას“, ცხადია, იმიგრანტიც მიეკუთვნება. კონსტიტუცია აკანონებს საქართველოდან თავისუფლად გასვლის შესაძლებლობას, ეს კი ნიშნავს ქვეყნიდან შეუზღუდველად, დაუბრკოლებლად გასვლის უფლებას. გასვლის ვიზის დაწესება კი ამ უფლების შეზღუდვის მაჩვენებელია.“
„კონსტიტუციით გათვალისწინებული გამონაკლისია ის, რომ საქართველოში უპირობოდ – თავისუფლად შემოსვლის უფლებას ძირითადი კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს ანიჭებს. ძირითადი კანონის 22-ე მუხლის ამ პუნქტში არ არის ასახული საქართველოში იმიგრანტის თავისუფლად შემოსვლის უფლება, პირიქით, კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის შინარსის მიხედვით კარგად ჩანს, რომ იმიგრანტს ასეთი უფლება არ გააჩნია.“