22 – ე მუხლის პირველი პუნქტი

„პირველი პუნქტის თანახმად: „ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება.“ ასევე, „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ 1966 წლის 16 დეკემბრის საერთაშორისო პაქტით, კერძოდ მე–12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად , „თითოეულ პირს, რომელიც კანონიერად იმყოფება რომელიმე სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ამ ტერიტორიის ფარგლებში აქვს უფლება თავისუფლად გადაადგილდეს და თავისუფლად აირჩიოს საცხოვრებელი ადგილი.“

აღნიშნულიდან გამომდინარე, პირის მიმოსვლის უფლებაში იგულისხმება საქართველოს მოქალაქის უფლებაც, როგორც მოქალაქის, თავისუფლად გადაადგილდეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეთა მიმოსვლის შეზღუდვას თავიანთი კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებებით, საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებულია, შეასრულოს სატრანსპორტო საშუალებათა ექსპლუატაციის წესებთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები.“

გურამ შამანიდი საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროების წინააღმდეგ, №2/1/130, 23 აპრილი, 2002

Back to Top