„მხოლოდ მაუწყებლის პოზიცია, ფასეულობების, იდეების მიუღებლობა არ შეიძლება გახდეს მისი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი. სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ობიექტურად იდენტიფიცირებადი ინტერესები, მაგრამა არა სუბიექტური გრძნობები.“
საქართველოს მოქალაქეები გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, № 1/3/421,422, 10 ნოემბერი, 2009
„მასობრივი ინფორმაციის საშუალებები წარმოადგენენ ადამიანების მიერ ინფორმაციის თავისუფლად მიღების ერთ-ერთ უმთავრეს წყაროს და თავად ინფორმაციის გავრცელების აზრების ურთიერთგაცვლისა და გაზიარების ყველაზე ეფექტურ ფორუმს.“
„მასობრივი ინფორმაციის საშუალებები წარმოადგენს კონსტიტუციის 24-ე მუხლით დაცულ ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უმთავრეს წყაროს. მათ სათანადო მუშაობასა და დამოუკიდებლობაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული საზოგადოების ინფორმირების დონე, თითოეული ადამიანის მიერ საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით დაცული უფლების ეფექტური რეალიზება და, საბოლოო ჯამში, საზოგადოების დემოკრატიული განვითარება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მხრიდან მედიის თავისუფლებაში ჩაურევლობა არა მხოლოდ მათ მესაკუთრეთა კონსტიტუციის 24-ე მუხლით დაცული უფლების ნაწილია, არამედ საზოგადოების თითოეული წევრის ინტერესს წარმოადგენს.“
„მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან მიმართებით კონსტიტუციის 24-ე მუხლის დაცვის უმთავრესი ობიექტია არა მედია საშუალებების ბიზნესინტერესების დაცვა, არამედ სახელმწიფოს ჩარევის აკრძალვის გზით თავისუფალ მედიაგარემოზე თითოეული ინდივიდის უფლების გარანტირება.“