„კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტი იცავს დამიანის თავისუფალი განვითარების უფლების ერთ-ერთ გამოვლინებას, მისი ჯგუფური განხორციელების ფორმას. გაერთიანების თავისუფლების საშუალებით, პირი თავისი მიზნებისა და მისწრაფებების ხორცშესხმას ახდენს სხვებთან ერთად, მათთან კომუნიკაციისა და აზრთა გაცვლა-გამოცვლის გარემოში.
თავისი არსით, გაერთიანების თავისუფლება მრავალწახნაგოვანი ძირითადი უფლებაა. მას ასევე აქვს დაცვითი ფუნქცია, რომლის შინაარსი მოიცავს სახელმწიფოს ვალდებულებას, არ ჩაერიოს გაერთიანების თავისუფლებაში (STATUS NEGATIVUS). მეცნიერებასა და პრაქტიკაში გავრცელებული აზრით, რასაც კოლეგია იზიარებს გაერთიანების თავისუფლებაში მოიაზრება, ასევე, ე.წ. „ჯგუფური ძირითადი უფლება“, რაც იმას ნიშნავს, რომ გაერთიანების თავისუფლების რეალიზაციით შექმნილი კოლექტივიც სარგებლობს კონსტიტუციურსამართლებრივი დაცვით.“
ომარ ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/439, 15 სექტემბერი, 2009