26 -ე მუხლის მე – 3 პუნქტი

„კონსტიტუციური წყობილების დამხობა ყოველთვის ძალადობრივ ქმედებას უკავშირდება. დამხობა მიმართულია კონსტიტუციის საწინააღმდეგო და არაკანონიერი მეთოდებით არსებული წყობილების განადგურებისაკენ და, შესაბამისად, ძალადობის ელემენტსაც შეიცავს. ხოლო „ძალადობრივი გზით შეცვლა“ ასევე არსებული სისტემის ალტერნატიულით ჩანაცვლებას ითვალისწინებს. დემოკრატიული გზით არჩეული ხელისუფლების, კონსტიტუციით განსაზღვრული მმართველობის ფორმის და წყობილების შეცვლა მხოლოდ კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებული გზით არის შესაძლებელი. ცვლილების განხორციელების ნებისმიერი სხვა ფორმა დემოკრატიული საზოგადოების არსებობას უქმნის საფრთხეს და ძალადობრივ ხასიათს ატარებს. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ დაუშვებელია ისეთი პოლიტიკური  მოძრაობა, რომელიც კონსტიტუციური წყობილების დამხობას ან ძალადობრივი გზით შეცვლას ისახავს მიზნად.“

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები -ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/482,483,487,502, 18 აპრილი, 2011

Back to Top

%d bloggers like this: