28 – ე მუხლის მე – 2 პუნქტი

„საყოველთაო საარჩევნო უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათისა და იგი განსაზღვრულ შეზღუდვებს ექვემდებარება. ამას არც საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლი არ გამორიცხავს. ასეთი შეზღუდვები კონსტიტუციაში დაწესებულია პირდაპირ და არაპირდაპირი გზითაც არის გათვალისწინებული. კონსტიტუციის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტში პირდაპირ არის მითითებული, რომ არჩევნებსა  და რეფერენდუმებში მონაწილეობის უფლება არა აქვს მოქალაქეს, რომელიც სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო, ან სასამართლოს განაჩენით იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში. ამავე მუხლის პირველი პუნქტიდან კი გამომდინარეობს, რომ მოქალაქეს, რომელსაც არ შესრულებია 18 წელი, არა აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა რეფერენდუმში, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში.“

საქართველოს მოქალაქეები – გურამ სანაძე და ირაკლი კოტეტიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/257,268, 24 იანვარი, 2005

Back to Top