„საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის რეალიზაციისას ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტიებს წარმოადგენს სამი პირობა: 1) ამ უფლებით სარგებლობს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი; 2) პრეზიდენტი ვალდებულია გადაწყვეტილება უფლებათა შეზღუდვის შესახებ არაუგვიანეს 48 საათისა შეიტანოს პარლამენტში დასამტკიცებლად. მაშასადამე, საქართველოს კონსტიტუციის კატეგორიული მოთხოვნაა, რომ უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობით სარგებლობდეს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი, ამ გადაწყვეტილების პარლამენტში დასამტკიცებლად წარდგენის ვალდებულებით, რაც გამორიცხავს ნებისმიერი სხვა ორგანოს თუ თანამდებობის პირის მსგავს შესაძლებლობას. 3) საქართველოს პრეზიდენტის ეს უფლება შეზღუდულია კიდევ ერთი გარემოებით. მას შეუძლია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებათა შეზღუდვა, რაც გამორიცხავს სხვა უფლების შეზღუდვას.“