46 – ე მუხლის პირველი პუნქტი

„საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის რეალიზაციისას ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტიებს წარმოადგენს სამი პირობა: 1) ამ უფლებით სარგებლობს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი; 2) პრეზიდენტი ვალდებულია გადაწყვეტილება უფლებათა შეზღუდვის შესახებ არაუგვიანეს 48 საათისა შეიტანოს პარლამენტში დასამტკიცებლად. მაშასადამე, საქართველოს კონსტიტუციის კატეგორიული მოთხოვნაა, რომ უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობით სარგებლობდეს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი, ამ გადაწყვეტილების პარლამენტში დასამტკიცებლად წარდგენის ვალდებულებით, რაც გამორიცხავს ნებისმიერი სხვა ორგანოს თუ თანამდებობის პირის მსგავს შესაძლებლობას. 3) საქართველოს პრეზიდენტის ეს უფლება შეზღუდულია კიდევ ერთი გარემოებით. მას შეუძლია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებათა შეზღუდვა, რაც გამორიცხავს სხვა უფლების შეზღუდვას.“

 საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (სულ 67 დეპუტატი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტის წინააღმდეგ და საქართველოს მოქალაქე თამაზ დიასამიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის წინააღმდეგ, №15/290,266,   25 მაისი, 2004

Back to Top

%d bloggers like this: