„ტერმინი „ორგანული კანონი“ პირველად ჩნდება საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციაში და შესაბამისად, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 29 ოქტომბრის კანონში, რომლის მე–19 მუხლით გათვალისწინებული ნორმატიული აქტებისათვის იურიდიული ძალის მიხედვით დადგენილი იერარქიის თანახმად, მას საქართველოს კანონზე მეტი იურიდიული ძალა აქვს, რასაც ასევე მოწმობს მისი მიღების კონსტიტუციით გათვალისწინებული მაღალი კვორუმი და კონსტიტუციაში საგანგებო მითითება ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ორგანული კანონით უნდა მოწესრიგდეს.“
„ორგანული კანონი, თავისი არსით, განსაკუთრებული მნიშვნელობის სამართლებრივ აქტს წარმოადგენს. საქართველოს კონსტიტუცია ამომწურავად განსაზღვრავს საკითხთა ნუსხას, რომელიც აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს ორგანული კანონით. ხსენებულ საკითხთა განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი მიღებისათვის განსხვავებული, ჩვეულებრივ კანონთან შედარებით მაღალი ლეგიტიმაცია არის მოთხოვნილი.“
საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/5/658, 16 ნოემბერი, 2017