„საქართველოს კონსტიტუციის 106-ე მუხლის მე-2 პუნქტი არ გულისხმობს კონსტიტუციის ძალაში შესვლამდე მიღებული, კონსტიტუციის საწინააღმდეგო – მასთან შეუსაბამო ნორმატიული აქტების უპირობო, უდავო მოქმედებას კონსტიტუციის ძალაში შესვლიდან ორი წლის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვერ იმსჯელებდა ასეთი ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის თაობაზე აღნიშნულ მუხლში მითითებული ვადის გასვლამდე.“
საქართველოს მოქალაქე ოთარ ზოიძე საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ, №1/3-21, 20 თებერვალი, 1997