„სასამართლო აღნიშნავს, რომ კონსტიტუციის აღნიშნული მუხლი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე და ადგენს მათი მფარველობის წესს. შესაბამისად ეხება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც შესაბამისი გარემოებების დადგომისას შესაძლებელია მიჩნეულ იქნენ დევნილებად. ამავე დროს სასამართლო იზიარებს და ეთანხმება მოპასუხე მხარის მოსაზრებას, რომ დევნილის სტატუსის ჩამორთმევა არ იწვევს საქართველოს მიერ მათ მფარველობაზე უარის თქმას. პირი რჩება საქართველოს მოქალაქედ, მიუხედავად იმისა, ექნება თუ არა მას დევნილის სტატუსი. საქართველოს მოქალაქეობა კი წარმოადგენს საფუძველს, პირი იმყოფებოდეს საქართველოს მფარველობის ქვეშ.“