მე – 3 მუხლის მე-2 პუნქტი

„სასამართლო მიუთითებს, რომ „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის „უ“ პუნქტში ნათქვამია, რომ „სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასური დაკავშირებულია საქართველოს კანონმდებლობით ადმინისტრაციისათვის მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების შესრულებასთან, მათ შორის, სანებართვო და სარეგისტრაციო საქმიანობასთან, ტარიფის შემუშავებასთან, სატრანსპორტო საქმიანობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელებასთან“ ე.ი. „რეგულირების ყოველწლიური საფასურის“ გადახდევინება ხდება ასევე სატრანსპორტო ადმინისტრაციის მიერ სანებართვო და სარეგისტრაციო საქმიანობის განხორციელებისათვის, მაშინ როდესაც ამგვარი ნებართვების გაცემასა და რეგისტრაციის განხორციელებისათვის, ასევე ცალკე საფასურია დადგენილი. ამიტომ, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ნორმატიული აქტებით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ვალდებულია, ხელი შეუწყოს თავისუფალ მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას.“

შპს „აირზენა საქართველოს ავიახაზები“ საქართველოს პარლამენტის და საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს წინააღმდეგ. N2/1/187-188, 10 იანვარი, 2003

Back to Top

%d bloggers like this: