მე-6 მუხლის პირველი პუნქტი

„კონსტიტუცია ქვეყნის ძირითადი კანონია, ეს არის ძირეული პრინციპების ერთობლიობა და წარმოუდგენელია კონსტიტუციით ყველა საკითხის დეტალურად მოწესრიგება.

კანონი უნდა სრულდებოდეს ყველას მიერ და არა ცალკეული პირების შეხედულებისამებრ, იმ შემთხვევაში თუ ეჭვს იწვევს მისი რომელიმე მუხლის კონსტიტუციასთან შესაბამისობა, მოქალაქეს უფლება აქვს, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული მუხლების კონსტიტუციურობაზე.“

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ზაალ ტყეშელაშვილი, ლელა გურაშვილი და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, N2/2/180-183, 5 ნოემბერი, 2002

 

„სასამართლო კოლეგია თვლის, რომ კონსტიტუციას უნდა შეესაბამებოდეს არა მარტო ზოგადი ნორმები, იგივე – ნორმა-პრინციპები, არამედ საგამონაკლისო ნორმებიც, საერთო წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობას თვით კონსტიტუცია უნდა იძლეოდეს.“

საქართველოს მოქალაქეები ირაკლი ლეკვეიშვილი, კობა გოცირიძე, კობა კობახიძე და სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ. N1/1/138,171,179,209, 26 თებერვალი, 2003

 

Back to Top

%d bloggers like this: