„საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური შეთანხმება სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სფეროში“. ციტირებული ნორმის მნიშვნელობა არ არის მხოლოდ კონსტიტუციური შეთანხმების მიმართ წაყენებული მოთხოვნა, იგი, იმავდროულად, მიუთითებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის სფეროში მოქმედი საყოველთაო პრინციპების გათვალისწინების აუცილებლობაზე სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის განსაზღვრისას“.