მუხლი 2

„საქართველოს კონსტიტუციის მე-2, მე-4, 108-ე მუხლებით აღიარებულია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, აქედან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით ამ ტერიტორიებზე არ ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია. ქვეყნის ტერიტორიის ნაწილში შექმნილია ის ვითარება, როდესაც გაძევებულია მოსახლეობის დიდი ნაწილი და იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსი მოწესრიგებულია სპეციალური კანონით „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ.“ კოლეგიას მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ჩვეულებრივ პირობებში ჩასატარებელ არჩევნებში მოქალაქეთა მონაწილეობის უფლებას, არ შეიძლება თანაბრად მოქმედებდეს არაორდინალური ვითარების დროს და თვლის, რომ ორგანული კანონი უფლებამოსილი იყო ამ პირთა არჩევნებში მონაწილეობის განსხვავებული წესი დაედგინა, საცხოვრებელი ადგილიდან მათი მოწყვეტის გამო.“

საქართველოს მოქალაქე ბესარიონ ფანცულაია, ელგუჯა გულედანი და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/97/3, 21 დეკემბერი, 2000

Back to Top

%d bloggers like this: