მუხლი 25

„სასამართლო მიიჩნევს, რომ სიტყვის თავისუფლება დიდი ხანია დემოკრატიული საზოგადოების განუყოფელ და ძირითად ფუნქციონალურ ელემენტს მიეკუთვნება, თუ შეკრების უფლებას გავიგებთ როგორც აზრის თავისუფლად გამოხატვის თავისუფლებას, მასზეც, იგივე შეიძლება ითქვას.“

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ზაალ ტყეშელაშვილი, ლელა გურაშვილი და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/180-183, 5 ნოემბერი, 2002

„შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას, როგორც გამოხატვის სპეციალურ ფორმას, ორი თანაბრად მნიშვნელოვანი უფლებისაგან განუყოფელი ასპექტი გააჩნია: შეკრება და მანიფესტაცია, როგორც აზრის გამოხატვის ფორმა (უფლების ფორმალური მხარე) და კონკრეტული აზრი, რომელსაც შეკრება ან მანიფესტაცია ემსახურება. ეს არის ინსტრუმენტალური უფლება, რომელიც ამ უფლებით მოსარგებლე პირს (მისი პოლიტიკური, სოციალური, არტისტული, რელიგიური და ა.შ) გრძნობებისა და შეხედულებების გამოხატვის შესაძლებლობას აძლევს.

შეკრებისა და მანიფესტაციების უფლება მოიცავს შეკრების გამართვის ადგილის, დროის, ფორმისა და შინაარსის არჩევის უფლებას. ბუნებრივია, რომ შეკრება ითვალისწინებს თანამოაზრეთა გარკვეული ჯგუფის არსებობას, შეკრების (მანიფესტაციის) უფლება აზრის გამოხატვის კოლექტიურ შესაძლებლობას უკავშირდება, მაგრამ შეკრებაში მონაწილე პირი ამ უფლების რეალიზებას ინდივიდუალურად ახდენს.“

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები -ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/482,483,487,502, 18 აპრილი, 2011

 

„შეკრების (მანიფესტაციის უფლება კონსტიტუციის 24-ე მუხლით დაცულ სფეროს იმდენად უკავშირდება, რამდენადაც ის აზრის გავრცელების ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს. ადამიანთა თავყრილობას (მსვლელობას), რომელიც მოკლებულია იდეას, არ ემსახურება აზრის, ინფორმაცის გაზიარებას ან გავრცელებას არაფერი აქვს საერთო კონსტიტუციით დაცულ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებასთან. შეკრების (მანიფესტაციას) კონსტიტუციურ უფლებად მისი მიზანი და შინაარსი აქცევს, ეს განაპირობებს ბუნებრივ და არსებით კავშირს კონსტიტუციის 24-ე და 25-ე მუხლებს შორის. ამ მხრივ კონსტიტუციის 25-ე მუხლი, რომელიც ადამიანთა ჯგუფის მიერ აზრის გამოხატვის კოლექტიურ შესაძლებლობას იცავს, კონსტიტუციის 24-ე მუხლის გაგრძელებას წარმოადგენს.

გამოხატვის თავისუფლების უფლება დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტურ და ფუნქციურ ელემენტს წარმოადგენს, ის საზოგადოების განვითარების, ადამიანის უფლებების უზრუნველყოფისათვის აუცილებელ საფუძველს ქმნის. როგორც გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების მისი თითოეული წევრის ინტერესებისა და მისწრაფებების რეალიზებას უწყობს ხელს. საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის მიზნით შეკრების (მანიფესტაციის) შესაძლებლობა დემოკრატიული მმართველობის განუყოფელი ნაწილია. ამ უფლებით თანაბარი და სრულფასოვანი სარგებლობის შესაძლებლობა საზოგადოების ღიაობის და დემოკრატიულობის ხარისხს განსაზღვრავს. ამასთან ერთად, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის. ამ უფლების, ისევე როგორც გამოხატვის თავისუფლების სხვა ფორმების, შეზღუდვა დასაშვებია კონსტიტუციით გათვალისწინებული ლეგიტიმური საფუძველის არსებობის, სხვა კონსტიტუციური უფლებებისა და პრინციპების უზრუნველყოფის მიზნით.

როგორც უკვე აღინიშნა, შეკრების (მანიფესტაციის) უფლების შეზღუდვის საფუძვლები შეიძლება იმ კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის საფუძვლების იდენტური იყოს, რომელთა რეალიზებასაც შეკრება (მანიფესტაცია) უკავშირდება. ასე მაგალითად, შეკრების ან მანიფესტაციისას გარკვეული შინაარსის მოწოდებების აკრძალვა, როგორც შინაარსობრივი ხასიათის შეზღუდვა, კონსტიტუციის 24-ე მუხლით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევის თანაზომად საშუალებას უნდა წარმოადგენდეს. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ შინაარსობრივი შეზღუდვის დაწესებისას სახელმწიფოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლები მკვეთრად შეზღუდულია.“

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები -ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/482,483,487,502, 18 აპრილი, 2011

 

„შეკრება ან მანიფესტაცია, ჯანსაღი პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესის შემადგენელი ნაწილი, მისი ერთ-ერთი მახასიათებელია. არსებობს კონსესუსი დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობასთან მიმართებით, თუმცა ამ უფლების გამოვლინება ხშირად კონფლიქტში მოდის სხვათა უფლებებთან, ან საზოგადოების ინტერესებთან, ისეთებთან, როგორიცაა საზოგადოებრივი წესრიგი, უსაფრთხოება და ა.შ. პროტესტის გამოხატვის ლეგიტიმური უფლების რეალიზაციისას, მანიფესტაციის ორგანიზატორების და მონაწილეების უფლება ბუნებრივად უპირისპირდება სხვათა უფლებებს, მათ შორის, უფლებას რომელიც საგზაო მოძრაობის შეფერხებით შეიძლება შეიზღუდოს. ასეთი კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში სახელმწიფო უფლებამოსილი და ვალდებულიცაა, რომ ჩაერიოს, თუმცა ასეთი ჩარევა უნდა იყოს გონივრული და მიზნის პროპორციული. გარდა ამისა, უფლებათა შორის ბალანსის დაცვის მიზნით კანონმდებელი უნდა ხელმძღვანელობდეს მკაფიო კრიტერიუმებით.“

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები -ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/482,483,487,502, 18 აპრილი, 2011

 

„კონსტიტუციის 25-ე მუხლი არ შეიცავს ლეგიტიმური მიზნების ჩამონათვალს, რომელთა მისაღწევადაც კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა არის გამართლებული.“

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები -ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/482,483,487,502, 18 აპრილი, 2011

 

„კანონმდებლობამ, ერთი მხრივ, უნდა უზრუნველყოს უფლების რეალიზების შესაძლებლობა, ხოლო, მეორე მხრივ, უნდა უზრუნველყოს ბალანსი ამ უფლებას და საზოგადოებრივ ინტერესებსა და სხვათა უფლებებს შორის, რომელთაც შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება შეიძლება დაუპირისპირდეს.

შეკრებისა და მანიფესტაციის განხორციელების უფლება იზღუდება იმდენად, რამდენადაც ეს აუცილებელია სხვათა უფლებების უზრუნველსაყოფად.“

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები -ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/482,483,487,502, 18 აპრილი, 2011

 

„კონსტიტუციური უფლების შემზღუდველი ნორმების დადგენისას კანონმდებელი კონსტიტუციით განსაზღვრული ლეგიტიმური მიზნებით უნდა ხელმძღვანელობდეს.

ფორმალური ხასიათის შეზღუდვების დაწესების შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ მარეგულირებელი ნორმები არ იყოს აშკარად არაგონივრული, შესასრულებლად მძიმე და არსებითად აზრს არ უკარგავდეს კონსტიტუციით აღიარებული უფლების რეალიზაციას.“

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები -ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/482,483,487,502, 18 აპრილი, 2011

 

„კონკრეტული პირის (მათ შორის, შეკრების და მანიფესტაციის მონაწილის) მიერ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე გამოხატვის უფლების რეალიზაციასა და სხვათა გადაადგილების უფლებას შორის კონფლიქტის წარმოშობის შემთხვევაში ხელისუფლება (პოლიცია) უფლებამოსილი ხდება გადაწყვიტოს ორ უფლებას შორის წარმოქმნილი კოლიზია.

იმ შემთხვევაში, როდესაც ტრანსპორტის სავალი ნაწილი შეკრებაში მონაწილეთა რაოდენობის შედეგად იკეტება, ხელისუფლება შებოჭილია „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის 111 მუხლით, მას არ აქვს უფლება, ჩაერიოს შეკრების და მანიფესტაციის მსვლელობაში საგზაო მოძრაობის აღდგენის მიზნით, ვინაიდან სადავო ნორმით შეკრებაში მონაწილეებს ქუჩის გადაკეტვის უფლება კანონით აქვთ მინიჭებული. სადავო ნორმით იკრძალება ქუჩის სავალი ნაწილის თვითნებური გადაკეტვა, მათ შორის, დროებითი კონსტრუქციებით. ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ან საგნებით.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუციით არ არის დაცული per se ქუჩის გადაკეტვის ან მისი ბლოკირების შესაძლებლობა. ამგვარ ქმედებას კონსტიტუციით დაცულ უფლებებთან მიმართება ექნება იმ შემთხვევაში, თუ ის აზრის გამოხატვის შინაარსს ან/და ფორმას უკავშირდება. სახელმწიფოს მხრიდან კონსტიტუციის 25-ე მუხლით დაცულ უფლებაში ჩარევის ინტენსივობა, შეზღუდვების სიმკაცრე დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ფორმით და რა მიზნით ხორციელდება ქმედება. სიტყვა ან ქმედება, თუ მას არ გააჩნია პოლიტიკური, სოციალური, მხატვრული ან სხვა ღირებულება, კონსტიტუციით დაცული სფეროდან გამოდის, როდესაც ის საზოგადოებრივ წესრიგს, უსაფრთხოებას, სხვათა უფლებებსა და თავისუფლებებს უპირისპირდება.

ქუჩის გადაკეტვის შესაძლებლობის ნებისმიერ დროს და ადგილას გარანტირება სხვათა უფლების გაუმართლებლად ხშირ შეზღუდვას გამოიწვევს.“

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები -ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/482,483,487,502, 18 აპრილი, 2011

 

„უფლებებს შორის კოლიზია გარდაუვალია – იმ შემთხვევაში, როდესაც შეკრებების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა სხვათა გადაადგილებას შეუძლებელს ხდის, უპირატესობა ენიჭება კონსტიტუციის 25-ე მუხლით დაცულ უფლებას, ვინაიდან სხვაგვარად შეკრების და მანიფესტაციის თავისუფლება ხელმიუწვდომელი იქნებოდა მრავალრიცხოვანი შეკრების მონაწილეთათვის, რომლებიც სხვათა უფლებების დაცვის მიზნით, იძულებულნი იქნებიან საერთოდ უარი თქვან შეკრების უფლების რეალიზებაზე. შესაბამისად, შეკრების (მანიფესტაციის) უფლებას უპირატესობა უნდა მიენიჭოს, თუ მისი რეალიზება სხვათა უფლებების შეზღუდვის გარეშე შეუძლებელია, როდესაც გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა ობიექტურ აუცილებლობას წარმოადგენს.“

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები -ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/482,483,487,502, 18 აპრილი, 2011

 

„საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით დაცული უფლება შეკრების (მანიფესტაციის) ჩატარების მიზნით, კონკრეტული ადგილის არჩევის თავისუფლებას მოიცავს. ამ უფლების შეზღუდვა მხოლოდ ლეგიტიმური მიზნის არსებობით არის გამართლებული. ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ საჯარო დაწესებულებების გამართული ფუნქციონირება საზოგადოების ინტერესებში შედის.“

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები -ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/482,483,487,502, 18 აპრილი, 2011

 

„შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების რეალიზება ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გზის სავალი ნაწილის სრულად დაკავების მეშვეობით, უპირობოდ დაკავშირებულია სხვათა გადაადგილების თავისუფლების და სხვა კონსტიტუციური ინტერესის ხელყოფასთან, ამცირებს გზის სავალ ნაწილზე მანევრირების შესაძლებლობას და წარმოქმნის ავტოსაგზაო შემთხვევების მაღალ რისკს.“

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები -ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/482,483,487,502, 18 აპრილი, 2011

 

„შეკრების (მანიფესტაციის) უფლების რეალიზაციისას თითოეული ინდივიდის თავისუფლების ფარგლები შეზღუდულია სხვათა უფლებებით, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და უშიშროების დაცვის საჭიროებით.

კანონი, ერთი მხრივ, ადგენს შეკრების უფლების რეალიზების გარანტიას, მეორე მხრივ, ადგენს ბალანსს შეკრების უფლებასა და სხვათა უფლებების, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის აუცილებლობას შორის.“

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები -ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/482,483,487,502, 18 აპრილი, 2011

 

„შეკრება (მანიფესტაცია) როგორც აზრის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა, შეიძლება უკავშირდებოდეს ადამიანის სამოქალაქო ან საზოგადოებრივ პოზიციას, მის შეხედულებებს, მათ შორის მის პოლიტიკურ მრწამსს, მაგრამ ყოველთვის არ იყოს პოლიტიკური საქმიანობის ნაწილი. შეკრება და მანიფესტაცია აზრის გამოხატვის შესაძლებლობას საკითხების მრავალფეროვანი სპექტრის მიმართ იძლევა, ამიტომ შეცდომა იქნება, რომ შეკრების (მანიფესტაციის) ორგანიზება ყველა შემთხვევაში პოლიტიკურ საქმიანობასთან გავათანაბროთ. შეკრების უფლებით დაცული სფერო გულისხმობს როგორც მასში მონაწილეობის მიღების, ასევე მისი ორგანიზების უფლებას.“

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები -ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/482,483,487,502, 18 აპრილი, 2011

 

„საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირების პოლიტიკურ საქმიანობაში შეზღუდვის შესაძლებლობას, მაგრამ სადავო ნორმის მიღების ლეგიტიმური მიზანი ვერ დაეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლს, მაშინ როდესაც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირის ქმედება არ წარმოადგენს პოლიტიკური ხასიათის საქმიანობას. სადავო ნორმა ბლანკეტურ აკრძალვას წარმოადგენს, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებს ერთგვარი გამონაკლისის გარეშე უკრძალავს შეკრების ინიცირებას და ორგანიზებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს, რომ სადავო ნორმა არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლს იმ ნაწილში, რომელიც გამორიცხავს საქართველოში მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის უფლებას, იყოს შეკრების (მანიფესტაციის) ორგანიზატორი, მისი პასუხისმგებელი პირი.“

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები -ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/482,483,487,502, 18 აპრილი, 2011

Back to Top

%d bloggers like this: