მუხლი 45

„იურიდიულ პირებს, ორგანიზაციულსამართლებრივი ფორმების თავისებურებების გათვალისწინებით, გააჩნიათ საერთო ნიშნები. სამართლის ამ სპეციფიკური სუბიექტების უმთავრესი მახასიათებლებია: განსაზღვრული მიზნების მისაღწევად რესურსების გაერთიანება, პასუხისმგებლობის შეზღუდვა, ორგანიზებულობა, უკეთესი კოორდინაცია და .. თითოეული ეს მახასიათებელი მათ გარკვეულ მატერიალურ თუ ორგანიზაციულ უპირატესობას ანიჭებს ფიზიკურ პირებთან მიმართებით. მათი შექმნა მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ფიზიკური პირები განსაზღვრულ სამეწარმეო თუ არასამეწარმეო მიზნებს ცალკე და ინდივიდუალური რესურსებით ვერ მიაღწევენ. სხვა შემთხვევაში, გარდა მცირე გამონაკლისი შემთხვევებისა, ფიზიკურ პირებსაც სრული თავისუფლება აქვთ, ინდივიდუალურად და დამოუკიდებლად განახორციელონ იგივე სამეწარმეო თუ არასამეწარმეო საქმიანობა.“

სპსგრიშა აშორდიასაქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/3/522,553, 27 დეკემბერი, 2013

Back to Top