მუხლი 47

„სასამართლო კოლეგიის აზრით, კონსტიტუციის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოში მცხოვრები უცხოელი მოქალაქეებისათვის დაშვებული უფლებრივი გამონაკლისები, არ შემოიფარგლება იმით, რომ „მათ უფლება არ აქვთ ისარგებლონ საქართველოს მოქალაქეებისათვის აღიარებული პოლიტიკური უფლებებით.“ ამგვარად, საქართველოში თავისუფლად შემოსვლის უფლება ნამდვილად კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებული ის გამონაკლისია, როცა იმიგრანტი უფლებრივად საქართველოს მოქალაქესთან არ არის გათანაბრებული. ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოელის შესვლის საკითხი ეროვნულ კანონმდებლობას ექვემდებარება – შესაბამისი სახელმწიფოს სუვერენიტეტის სფეროს განეკუთვნება და მის პრეროგატივას წარმოადგენს.“

რუსეთის ფედერაციის მოქალაქე სერგო მუშლიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, №1/4/212,  3 აგვისტო, 2004

Back to Top

%d bloggers like this: