მუხლი 48

„საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლით არ არის გათვალისწინებული პარლამენტის უფლებამოსილებათა ამომწურავი ჩამონათვალი, მათ შორის არც საკანონმდებლო საქმიანობის ფარგლებში გადასაწყვეტი საკითხები. თუმცა კონსტიტუციაში არის მითითებითი ნორმები, რომლებიც მთელი რიგი საკითხების მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით მოწესრიგებას ითვალისწინებს. ამ თვალსაზრისით, უფრო კონკრეტულია „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი. ეს ნორმები სწორედ საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის დაზუსტებას ემსახურება და შესაბამისად, აღნიშნული საკითხების გადაწყვეტა კატეგორიულად მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლით გათვალისწინებული საკანონმდებლო საკანონმდებლო საქმიანობის სფეროში ექცევა. ამიტომ საქართველოს პარლამენტის მიერ გადასაწყვეტი საკითხების სხვა ორგანოების მიერ გადაწყვეტა ეწინააღმდეგება საქართვლოს კონსტიტუციის 48-ე მუხლს. აქედან გამომდინარე, აჭარის  ა/რ პარლამენტის, როგორც ამაზე არაუფლებამოსილ ორგანოს, მიერ მიღებული ორგანული კანონი „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ არღვევს  საქართველოს კონსტიტუციის დასახელებული მუხლის მოთხოვნებს.“

საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (სულ 67 დეპუტატი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტის წინააღმდეგ და საქართველოს მოქალაქე თამაზ დიასამიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის წინააღმდეგ, №15/290,266 , 25 მაისი, 2004

Back to Top

%d bloggers like this: