მუხლი 5

„საქართველოს კონსტიტუციის ნება მყარად და იმპერატიულად არის გამოხატული კონსტიტუციის მე-5 მუხლის პირველ პუნქტში, რომელის მიხედვითაც, ხალხი გამოცხადებულია სახელმწიფო ხელისუფლების ერთადერთ და შეუცვლელ წყაროდ. კონსტიტუციის ეს უმნიშვნელოვანესი დებულება თითოეული ინდივიდისათვის ქმნის მყარ კონსტიტუციურსამართლებრივ საფუძველს – მიიღოს მონაწილეობა ხელისუფლების ფორმირებასა და მის განხორციელებაში. ხალხის მიერ მინიჭებული ლეგიტიმაცია ნამდვილია მაშინ, როდესაც ის ხალხის ნამდვილი და თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე აღმოცენდება, იმ პირის კვალიფიკაციისა და პროფესიონალიზმის შეფასების გარეშე, ვისი ლეგიტიმაციაც ხალხმა მოახდინა პირდაპირი არჩევის გზით.“

შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, N2/6/746 , 1 დეკემბერი, 2017

Back to Top

%d bloggers like this: