მუხლი 83

„ტერმინი „პირები“ უფრო ფართო მნიშვნელობისაა, ვიდრე ტერმინი „მოქალაქე“. იურიდიულ პირს სარჩელის შემოტანის უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს მისი, როგორც იურიდიული პირის, უფლებები და თავისუფლებები კონსტიტუციის მეორე თავთან მიმართებაში, რაც არ ნიშნავს, რომ მას ასევე უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს სხვათა უფლებების დასაცავად.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუ იურიდიული პირის წევრის უფლება არის დარღვეული, ეს არ ნიშნავს, მისი, როგორც იურიდიული პირის უფლებების დარღვევას. ბუნებრივია, ეს არ გამორიცხავს ამ უკანასკნელთა უფლებას თავად დაიცვან საკუთარი კონსტიტუციური უფლებები, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უცხოელებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს, საქართველოს მოქალაქეების მსგავსად, უფლება აქვთ მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს.“

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ზაალ ტყეშელაშვილი, ლელა გურაშვილი და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/180-183, 5 ნოემბერი, 2002

Back to Top

%d bloggers like this: