„თანაზომიერების პრინციპი მოითხოვს, რომ უფლების შემზღუდველი ნორმით გათვალისწინებული ღონისძიება წარმოადგენდეს ლეგიტიმური საჯარო მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებას. იმისათვის, რათა შემოწმდეს სადავო ნორმით განსაზღვრული ღონისძიების გამოსადეგობა, უპირველეს ყოვლისა, უმნიშვნელოვანესია საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის დებულებების შინაარსის გაანალიზება. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ დგას კონსტიტუციის აღნიშნული მუხლით დადგენილი მოთხოვნების ამომწურავი განმარტების საჭიროების წინაშე და ქვემოთ წარმოდგენილი მსჯელობა მიემართება საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარების კონსტიტუციური ჩანაწერის განმარტებას განსახილველი საქმის კონტექსტში“.
„საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტში არსებულ ჩანაწერს საქართველოს ისტორიაში ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარებასთან დაკავშირებით ავტონომიური მნიშვნელობა გააჩნია და იგი უშუალოდ კონსტიტუციაში პირდაპირ მითითებული გარემოებებით არ ამოიწურება. ეს ჩანაწერი თავისთავად მოიაზრებს გარკვეული დიფერენცირების შესაძლებლობას. მაგალითად, ძირითადი კანონი არ მოითხოვს კონსტიტუციური შეთანხმების დადებას სხვა რელიგიურ ორგანიზაციებთან. შესაბამისად, კონსტიტუციის მოთხოვნები დაცული იქნება, თუ კონსტიტუციური შეთანხმება არ იქნება დადებული განსხვავებული რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან.
ამის მიუხედავად, სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის მარეგულირებელი კონსტიტუციური ნორმები, მათ შორის ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარება, არ გულისხმობს მართლმადიდებელი ეკლესიის პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებას, ეს არ წარმოადგენს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მიზანსა და განზრახულობას“.
„კონსტიტუციის მოთხოვნათა აღსრულება უპირობოდ ღირებულ ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს. თუმცა იმისთვის, რომ სადავო ნორმა თანხვედრაში იყოს თანაზომიერების პრინციპთან, აუცილებელია კონსტიტუციის ამგვარი მოთხოვნის არსებობა. სხვაგვარად, მოპასუხის მიერ დასახელებული ლეგიტიმური მიზანი მოითხოვს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით განსაზღვრული დებულებების ანალიზს. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ დგას კონსტიტუციის აღნიშნული მუხლით დადგენილი მოთხოვნების ამომწურავი განმარტების საჭიროების წინაშე და ქვემოთ წარმოდგენილი მსჯელობა მიემართება საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარების კონსტიტუციური ჩანაწერის განმარტებას განსახილველი საქმის კონტექსტში“.
„საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტში არსებულ ჩანაწერს საქართველოს ისტორიაში ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარებასთან დაკავშირებით ავტონომიური მნიშვნელობა გააჩნია და იგი უშუალოდ კონსტიტუციაში პირდაპირ მითითებული გარემოებებით არ ამოიწურება. ეს ჩანაწერი თავისსთავად მოიაზრებს გარკვეული დიფერენცირების შესაძლებლობას. მაგალითად, ძირითადი კანონი არ მოითხოვს კონსტიტუციური შეთანხმების დადებას სხვა რელიგიურ ორგანიზაციებთან. შესაბამისად, კონსტიტუციის მოთხოვნები დაცული იქნება, თუ კონსტიტუციური შეთანხმება არ იქნება დადებული განსხვავებული რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან.
ამის მიუხედავად, სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის მარეგულირებელი კონსტიტუციური ნორმები, მათ შორის ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარება, არ გულისხმობს მართლმადიდებელი ეკლესიის პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებას, ეს არ წარმოადგენს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მიზანსა და განზრახულობას.
აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარება დაკავშირებულია მის ისტორიულ ღვაწლთან და არ ემსახურება მართლმადიდებელი ქრისტიანული რელიგიისთვის ისტორიულ ღვაწლთან დაუკავშირებელი პრივილეგირებული სამართლებრივი მდგომარეობის შექმნას აწმყოში. კერძოდ, დიფერენცირება და ეკლესიისთვის სამართლებრივად უპირატესი მდგომარეობის შექმნა არ არის კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თვითმიზანი.
ეკლესიას შეიძლება საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცეს გარკვეული სახის სახელმწიფო ქონება. ეს წესი არ არის პირობადებული კონკრეტული ისტორიული ფაქტით ან გარემოებით.
ეკლესიამ შეიძლება საკუთრებაში უსასყიდლოდ მიიღოს პრივატიზებას დაქვემდებარებული ნებისმიერი სახის ქონება, თუ იარსებებს საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილება. ამგვარი ბლანკეტური მოწესრიგება შეუძლებელს ხდის საპრივატიზაციო ქონების გადაცემასა და ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარებას შორის პირდაპირი მიზეზშედეგობრივი კავშირის დადგენას.“