მუხლი 90

„საქართველოს კონსტიტუციის 90-ე მუხლის პირველი პუნქტი საქართველოს უზენაეს სასამართლოს აღჭურავს კონსტიტუციური კომპეტენციით – განახორციელოს საკასაციო ფუნქცია, ამავე მუხლის მე-3 პუნქტი, იმისათვის რომ მართლმსაჯულების განმახორციელებელ უმაღლეს ორგანოს მიეცეს მისი ინსტიტუციური შესაძლებლობის სრულყოფილად რეალიზების საშუალება, კანონმდებელს ანიჭებს კონსტიტუციურ დისკრეციას, კანონმდებლობით, დამატებით განსაზღვროს მისი უფლებამოსილება, ორგანიზაცია და საქმიანობა. ასეთი კონსტიტუციური დისკრეციის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის გამოხატულებას წარმოადგენს სადავო ნორმით საქართველოს უზენაესი სასამართლოსთვის მინიჭებული ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების გადასინჯვის შესაძლებლობა.“

საქართველოს მოქალაქე ნუგზარ კანდელაკი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/1/598, 21 ივლისი, 2017

Back to Top

%d bloggers like this: