მუხლი 40

„კონსტიტუციის მითითებული ნორმით, ზოგადად რეგლამენტირებულია უდანაშაულობის (არაბრალეულობის) პრეზუმციის გარანტია. სასამართლო, მოცემული დავის ფარგლებში, არ დგას უდანაშაულობის (არაბრალეულობის) პრეზუმციის სრულყოფილი განმარტების წინაშე. თუმცა

სასამართლო მიუთითებს, რომ უდანაშაულობის (არაბრალეულობის) პრეზუმცია წარმოადგენს სისხლის სამართლის სახელმძღვანელო პრინციპს, რომელიც მათ შორის გულისხმობს, ყველას მოექცნენ იმ დაშვებით, რომ ის უდანაშაულოა მანამ, ვიდრე ჯეროვანი პროცედურის გავლით, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით არ დამტკიცდება მისი დამნაშავეობა. შესაბამისად, ჯეროვანი პროცედურის გარეშე დაუშვებელია პირის აღიარება დამნაშავედ.“

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,  №2/3/416, 11 ივლისი, 2011

 

„უდანაშაულობის პრეზუმფციის კონსტიტუციური პრინციპი, თავისი არსით, მჭიდროდ უკავშირდება სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლების ელემენტებს, ისევე როგორც კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დაცულ გარანტიებს, სისხლის სამართლის პროცესში მტკიცების ტვირთის განაწილებასა და მტკიცებულებების ხარისხობრივი მოთხოვნების თაობაზე.

უდანაშაულობის პრეზუმფციის ფუნდამენტური პროცესუალური პრინციპის აღიარებით საქართველოს კონსტიტუცია ესწრაფვის, უზრუნველყოს სახელმწიფოს როგორც სისხლის სამართლის პროცესში ინსტიტუციურად ძლიერი მხარის გონივრული შეკავება.“

საქართველოს მოქალაქე დავით ცინცქილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/7/636, 29 დეკემბერი, 2016

Back to Top

%d bloggers like this: