პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი

„საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აეროპორტებს და აეროდრომებს, აგრეთვე საჰაერო სივრცის, ტრანზიტისა და საჰაერო ტრასპორტის რეგისტრაციას მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა გამგებლობას მიაკუთვნებს, სამოქალაქო ავიაციის საქმიანობის მართვას სახელმწიფო ახორციელებს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს მეშვეობით. სამინისტრო ზოგადად პოლიტიკის გამტარებელია და ამისათვის მან უნდა უზრუნველყოს მართვაც და რეგულირებაც.

ის გარემოება, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის შესაბამისად, საჰაერო სივრცის რეგულირება სახელმწიფო ორგანოთა გამგებლობას განეკუთვნება და ხორციელდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო ფუნქციის შესრულებით, არ გამორიცხავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ სხვა იურიდიულ პირებთან (მათ შორის კერძო სამართლის იურიდიულ პირთან) შეთანხმებას მომსახურების პირობების და წესების, ვადების, ტარიფებისა და სხვა გადასახდელების, ხელშეკრულების სხვა არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხებზე.“

შპს „აირზენა საქართველოს ავიახაზები“ საქართველოს პარლამენტის და საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს წინააღმდეგ. N2/1/187-188, 10 იანვარი, 2003

Back to Top

%d bloggers like this: