ადამიანის უფლებების ოლიმპიადა − გაზაფხული 2025
24 ივნისს წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ყოველსემესტრული პროექტის „ადამიანის უფლებების ოლიმპიადის“ გაზაფხულის სემესტრის დასკვნითი ღონისძიება.
საკონსტიტუციო სამართალწარმოების იმიტირებულ სხდომაში მონაწილეობდნენ სამართლის სკოლის სტუდენტები: ამირან თოდუა, ნინო კვარაცხელია (მოსარჩელის გუნდი), ნიკოლოზ კატაპარიაშვილი, ნიკოლოზ ბოჭორიშვილი და მარინა მირზოიანი (მოპასუხის გუნდი).
იმიტირებული სხდომის მოსამართლეებმა, ზაზა მეიშვილმა და გიორგი ჩიფჩიურმა გამარჯვებულებად დაასახელეს მოპასუხე გუნდის წარმომადგენლები. საუკეთესო გამომსვლელის სტატუსი ნინო კვარაცხელიას მიენიჭა.
2025






