ადამიანის უფლებების ოლიმპიადა (გაზაფხული 2025)
ადამიანის უფლებების ოლიმპიადა არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტებში ძირითადი უფლებების სამართლის და საკონსტიტუციო სამართალწარმოების პოპულარიზაციას. იურიდიული დოკუმენტების კონსტიტუციური სარჩელის და კონსტიტუციური შესაგებლის წარმოდგენის საფუძველზე, კონკურსში მონაწილეობის მსურველთაგან შეირჩევა 2 საუკეთესო გუნდი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს საკონსტიტუციო სამართალწარმოების იმიტირებულ პროცესში.
კონკურსის მონაწილეებს ჩაუტარდებათ თემატური ტრენინგები საპროცესო დოკუმენტების მომზადებისა და საპროცესო უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით. მონაწილეები შეფასდებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლის ლექტორების მიერ. ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებს. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 23 მაისის 15:00 საათამდე ელექტრონულ ფოსტაზე goga.chipchiuri@iliauni.edu.ge უნდა გადმოაგზავნოთ იმიტირებულ პროცესში მონაწილე ჯგუფის სამი წევრის სახელი და გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და მობილური ტელეფონის ნომერი. შესასრულებელი დავალების შესახებ ინფორმაცია მონაწილე გუნდებს გეცნობებათ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
