პროექტ „სტუდენტური ინიციატივის” დასკვნითი შეხვედრა

7 მაისს წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართა მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრის და სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის ერთობლივი პროექტის „სტუდენტური ინიციატივის“ დასკვნითი ღონისძიება.

ღონისძიებაზე სამართლის სკოლის სტუდენტებმა ფინალურ ეტაპზე გასული ოთხი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინეს. ჟიურიმ გამოავლინა საუკეთესო პროექტები − ნიკოლოზ კატაპარიაშვილის, ნიკოლოზ ბოჭორიშვილისა და მარინა მირზოიანის ინიციატივები, რომლებიც ეხება სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობას.

პროექტი მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის სამართლებრივი ინიციატივების დაგეგმვისა და წარდგენის პრაქტიკული გამოცდილების გაღრმავებას.

მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრი ამ ღონისძიებას ყოველ სემესტრში გამართავს.