მოწვევა პროექტ „სტუდენტური ინიციატივის“ დასკვნით შეხვედრაზე
7 მაისს, 20:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მართლმსაჯულების განვითარებისა და სამართლებრივი სწავლების ცენტრისა და სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით გაიმართება პროექტის „სტუდენტური ინიციატივა” დასკვნითი შეხვედრა, სადაც პროექტში მონაწილე 3 საუკეთესო გუნდი წარმოადგენს საკანონმდებლო ინიციატივის დასაბუთებულ იდეას.
საკანონმდებლო ინიციატივას შეაფასებს სამართლის სკოლის ლექტორებისა და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ჟიური.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 7 მაისი, 20:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.
