პროექტ “ადამიანის უფლებების ოლიმპიადის” დასკვნითი ღონისძიება

25 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრის მიერ  წიგნის სახლ “ლიგამუსში” გაიმართა პროექტ “ადამიანის უფლებების ოლიმპიადის” დასკვნითი ღონისძიება.

საკონსტიტუციო სამართალწარმოების იმიტირებულ სხდომაში მონაწილეობა მიიღეს სამართლის სკოლის სტუდენტებმა გიორგი მიქელაშვილმა, ირაკლი ფოლადაშვილმა, საბა ფაცაციამ, ირაკლი მუმლაძემ და გიორგი დადიანმა. ფინალური ეტაპის დასკვნითი საპროცესო დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობდა ასევე სამართლის სკოლის სტუდენტი გვანცა კერესელიძე.

იმიტირებული სხდომის მოსამართლეების – ზაზა მეიშვილისა და გიორგი ჩიფჩიურის მიერ პროცესის დასრულების შემდეგ გამოვლინდა ოლიმპიადის გამარჯვებული გუნდი.

მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრის მიერ ყოველსემესტრულად იგეგმება აღნიშნული ღონისძიების ჩატარება.