ანონსი: საჯარო დისკუსია – თავისუფალი მედიის როლი დემოკრატიულ არჩევნებში

მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრი 8 მაისს, 19:00 საათზე გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე – თავისუფალი მედიის როლი დემოკრატიულ არჩევნებში.

მომხსენებლები:
➡️ თამარ კორძაია – მედია ექსპერტი, ილიაუნის სამართლის სკოლის ლექტორი;
➡️ ნათია კაპანაძე – მედია ექსპერტი, აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორი.
➡️ ლაშა ქავთარაძე – ჟურნალისტი, მედიის მკვლევარი.
➡️ გოგა ჩიფჩიური – კონსტიტუციონალისტი.

⏺ მოდერატორი: ზვიად ქორიძე – მედია ექსპერტი.

ღონისძიებას გახსნის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი კონსტანტინე კუბლაშვილი.

📌 ადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
⏰ დრო: 8 მაისი, 19:00 საათი.