დაინტერესებულ პირთა საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ ჩვენი პროგრამა “ცოცხალი კონსტიტუცია” განახლდა. პროგრამას დაემატა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2018 წლის გადაწყვეტილებებში განხილულ კონსტიტუციურ ნორმათა განმარტებანი. განმარტებათა ძირითადი ნაწილი შეგიძლიათ მოიძიოთ კონსტიტუციის შესაბამისი მუხლების მიხედვით, ნაწილი კი დაემატა პროგრამის ქვეთავს “ტერმინები”.

შეგახსენებთ, რომ პროგრამის განახლება მოხდება ყოველწლიურად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა შესწავლისა და დამუშავების შემდეგ.

იმედი გვაქვს, პროგრამა დაგეხმარებათ თქვენს საქმიანობაში. გისურვებთ წარმატებებს! “