სამართლის სკოლის მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრი აცხადებს კონკურსს სტაჟიორების მისაღებად
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრი აცხადებს კონკურსს საგანმანათლებლო და აკადემიურ საქმიანობაში მონაწილეობის მსურველი სტაჟიორების შესარჩევად. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ილიაუნის სამართლის სკოლის საჯარო სამართლით დაინტერესებულ ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს. კონკურსანტს მოეთხოვება ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ B2) და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები.
ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთება შესაძლებელია ქვემოთ მითითებული ბმულის მეშვეობით. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 3 აპრილის 23:00 საათი.
განაცხადის ბმული: https://docs.google.
კანდიდატები შეირჩევიან განაცხადის, ინგლისური ენის წერითი გამოცდის და გასაუბრების შემდეგ.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: goga.